ტრადიციული საზოგადოება

Traditional Society

საზოგადოებრივი მოწყობის ტიპი, რომელშიაც ინდივიდების ქცევა განსაზღვრულია ამ საზოგადოებისათვის ისტორიულად მოცემული მოდელებით. სოციალური ქცევის ძირითად წესები თაობიდან თაობას გადაეცემა და გაჯერებულია რიტუალური მოქმედებებით. ასეთ საზოგადოებაში ცვლილება ნელა მიმდინარეობს, ხოლო თვით საზოგადოებისათვის დამახასიათებელია მექანიკური სოლიდარობა. თუმცა, ხშირად ტ.ს–ს აღიქვამენ როგორც პრიმიტიულ საზოგადოებას. მას საკუთარი მდიდარი კულტურა აქვს და ფლობს მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ გამოცდილებას, რომელსაც, არც თუ იშვიათად, ძველმოდურად მიიჩნევენ. ეს გამოცდილება შესანიშნავად არის შეგუებული ბუნებრივ პირობებს.

კატეგორია: 
ავტორები: