Behaviour Therapy
თერაპია, რომელიც ეფუძნება ბიჰევიორიზმის პრინციპებს და პრობლემურ, არაადაპტურ ქცევას განიხილავს როგორც განპირობების ან დასწავლის შედეგს. შესაბამისად, ცვლილების მიღწევა შესაძლებელია განპირობებისა და დასწავლის პრინციპების გამოყენებით.
ქცევითი თერაპიის ტექნიკებია ავერსიული თერაპია, მოდელირება, ფორმირება, დესენსიტიზაცია, ჩაძირვა, ჟეტონების სისტემა, პირობითი განმამტკიცებლების მართვა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 667;
Colman, A. M. (2006) Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 85
კატეგორია: