ბიჰევიორისტული მიდგომებისთვის საერთოა ადამიანსა და გარემოს შორის ურთიერთქმედებაში გარემოსთვის გადამწყვეტი როლის მინიჭება. ადამიანი კონტროლდება გარემოს მიერ და არის გარემოს ზეგავლენის შედეგი. ნებისმიერი ქცევა, რომელსაც ადამიანი ავლენს, შეიძლება ახსნას გარემოდან მიღებული გამოცდილების (სტიმულების) ტერმინებით. შესწავლის საგანი მხოლოდ დაკვირვებადი ქცევაა. ის, რისი აღწერაც და გაზომვაც არის შესაძლებელი და არა ადამიანის შინაგანი სამყარო (ფსიქიკა).
მოცემული მიდგომის ფილოსოფიური საფუძველი ჯონ ლოკის (John Locke, 1632 -1704) თეორიაა, რომელიც ახალშობილს განიხილავს როგორც სუფთა დაფას (tabula rasa), რომელზეც გარემო ინდივიდუალურ ისტორიას წერს.
ბიჰევიორისტული მიდგომის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ივანე პავლოვის კვლევებს პირობით რეფლექსზე (სინონიმი: კლასიკური განპირობება). მოცემულმა კვლევებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანს ჯ, უოტსონის მიერ ფორმულირებული ახალი ფსიქოლოგიური სკოლის, ბიჰევიორიზმის, განვითარებაში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.
Colman, A. M. (2006) Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 85