ავერსიული თერაპია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Aversion Therapy

ქცევითი თერაპიის ტიპი, რომელიც გამოიყენება საზიანო სტიმულებისაკენ მიდრეკილი ადამინების მკურნალობისათვის. ეს თერაპიული მეთოდი გულისხმობს არასასურველი ქცევის ნეგატიურ სტიმულებთან შეწყვილებას. ეს პირობით რეფლექსზე დამყარებული სტრატეგიაა, რომელიც არასასურველ მიდრეკილებას/ქცევას და მტკივნეულ, არასასიამოვნო სტიმულს შორის ასოციაციურ კავშირს დამყარებას ეფუძნება.

ავერსიული თერაპიის დროს კლიენტს სთხოვენ განახორციელოს მისთვის სასიამოვნო, მაგრამ არასასურველი ან ზიანის მომტანი ქცევა. ამავდროულად, მასზე ზემოქმედებენ უსიამოვნო სტიმულით, როგორიცაა ცუდი გემო, ცუდი სუნი ან მსუბუქი ელექტრული შოკი. როდესაც არასასურველ ქცევას და უსიამოვნო სტიმულს შორის ასოციაციური კავშირი მყარდება, თერაპევტების აზრით, მას არასასურველი ქცევის სიხშირის შემცირება ან გაქრობა მოყვება.

ავერსიული თერაპიის გამოყენება

ავერსიული თერაპია წარმოატებით გამოიყენება რიგი პრობლემური ქცევების შემთხვევაში, მათ შორსაა: არასასურველი ჩვევები, ადიქცია, ალკოჰილიზმი, ნიკოტინი, აზარტული თამაში, აგრესიული და ძალადობრივი ქცევები.

ავერსიული თერაპიის ეფექტურობა

ზოგადად, ავერსიული თერაპიის ეფექტურობა რამდენიმე ფაქტორს ემყარება, მათ შორის გამოყენებულ მეთოდს და პაციენტის მიერ თერაპიის პროცესში მიღებული შედეგის განტკიცებას. პაციენტი, შესაძლოა, დაუბრუნდეს ქცევების ჩვეულ პატერნს თერაპიის დასრულების შემდეგ, თუ თერაპიულ ციკლს არ მოჰყვა შესაბამისი განმტკიცება

ავერსიულ თერაპიასთან დაკავშირებული პრობლემები

ავერსიულ თერაპიასთან დაკავშირებული ძირითადი კრიტიკა მიმართულია იმაზე, რომ არ არსებობს მისი ეფექტურობის ზუსტი მეცნიერული მტკიცებულება. ამასთან  ავერსიულ თერაპიასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები ძალიან დიდ ეჭვსა და უნდობლობას იწვევს. დადგენილია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ავერსიულ თერაპიას შეუძლია გაზარდოს შფოთვის, მტრობის და სიბრაზის დონე, რაც ხელს უშლის ეფქტურ მკურნალობას. ზოგიერთი  პაციენტი, რომელსაც გამოცდილი აქვს ეს მეთოდი, აღნიშავს, რომ ავერსიული თერაპია არ განსხვავდება დასჯისა ან წამებისაგან. მაგალითად, 1964 წელს ბრიტანეთში ავერსიული თერაპია ჰომოსექსუალი კაცის მიმართ გამოიყენეს. თერაპია შემდეგ პროცედურას ემყარებოდა: მას ასმევდნენ წამალს რათა ხელოვნურად გამოეწვიათ ღებინების შეგრძნება და, ამავდროულად,  სთხოვდნენ ესაუბრა საკუთარ ჰომოსექსუალობაზე. შემდგომ ეტაპზე მას აძლევდნენ პრეპარატს, რაც ათავისუფლებდა ღებინების გრძნობისაგან და ესაუბრებოდნენ ჰეტეროსექსუალურ კავშირზე, აღწერდნენ რა მას, როგორც სასიამოვნოს. შედეგად პაციენტი გულის შეტევისგან გარდაიცვალა, რაც ღებინების გამომწვევი პრეპარატის შედეგი იყო.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Aversion therapy. (2002). In Rawson's dictionary of euphemisms and other doubletalk.

Martin S. Weinberg and Alan P. Bell, Homosexuality, An Annotated Bibliography, 1972, in Jonathan Katz, Gay American History, 1976

კატეგორია: 
ავტორები: