Leptokurtic, Platikurtic Distribution
დადებითი ექსცესის მქონე განაწილებას ლეპტოკარტიკული ეწოდება, უარყოფითი ექსცესის მქონე განაწილებას-პლატიკარტიკული.
ექსცესის კოეფიციენტი ახასიათებს განაწილების კონცენტრაციის ხარისხს საშუალო მნიშვნელობის ირგვლივ. დადებითი ექსცესის მქონე განაწილებას აქვს ბევრი ქულა კუდებში („მძიმე კუდები“) და მისი გრაფიკი არის წვეტიანი. უარყოფითი ექსცესის მქონე განაცილებას აქვს „მსუბუქი კუდები“ და მისი გრაფიკი, ნორმალური განაწილების გრაფიკთან შედარებით არის უფრო ბრტყელი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
კატეგორია: