არის ლოგისტიკური რეგრესიის კერძო შემთხვევა, როდესაც გამოიყენება ნორმალური განაწილება. ვთქვათ, დამოკიდებული ცვლადი Y არის ბინალური, იღებს მხოლოდ ორ მნიშვნელობას, 1 ან 0-ს. მაგალითად, Y=1, როცა პასუხი გამოკითხვაზე არის კი, და Y=0, როცა პასუხი არის არა. ამასთან ერთად Y-ზე ახდენს გავლენას რეგრესორი X. პრობით მოდელში იგულისხმება, რომ პირობითი ალბათობა იმისა რომ Y=1, პირობაში X=x განისაზღვრება ნორმალური განაწილებით.
P(Y=1/X=x)=(x,b), სადაც -სტანდარტული ნორმალური განაწილების ინტეგრალური განაწილების ფუნქცია. b - უცნობი შესაფასებელი პარამეტრი. ასევე იგულისხმება, რომ არსებობს ფარული ცვლადი , რომელიც ახდენს გავლენას იმაზე, მიიღებს თუ არა Y მნიშვნელობას 0-ს ან 1-ს.
1, თუ >0
Y=0, თუ <0.
ამასთან, რომ ფარული ცვლადი წრფივად არის დამოკიდებული X ფაქტორებზე.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა