გარეგანი ზემოქმედება ქცევაზე. ფსიქოლოგიური ახსნა, ძირითადად, აღიარებს, რომ ქცევათა უმეტესობაზე გავლენას ფაქტორთა კომბინაცია ახდენს. ინდივიდის შიგნით მოქმედებს ზოგიერთი ფაქტორი, როგორიცაა გენეტიკური მოცემულობა, მოტივაცია, ინტელექტის დონე ან თვითშეფასება; თუმცა არსებობს დიდი რაოდენობით გარეგანი ფაქტორებიც. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ცდილობს ასიამოვნოს მასწავლებელი, რათა მაღალი ქულა მიიღოს ან ტრანსპორტის საცობში მოხვედრილი მძღოლი აგრესიული და მტრული ხდება. ამ ქცევებზე დიდ გავლენას პიროვნების გარეთ არსებული მოვლენები ახდენენ. ქცევაზე ამ გარეგან ზეგავლენას გარემოს ანუ სიტუაციური ცვლადები ეწოდება.
როცა ფსიქოლოგებს ქცევის ახსნა სურთ,ისინი თითქმის ყოველთვის ითვალისწინებენ ახსნის ორივე ტიპს და ქცევის ახსნისას არ შემოიფარგლებიან მხოლოდ გარეგანი ან მხოლოდ შინაგანი ანუ დისპოზიციური ცვლადების შემოტანით. წარმოიდგინეთ, რომ ფსიქოლოგს სურს ახსნას, რატომ იწყებს ადამიანი სიგარეტის მოწევას. შესაძლებელია, ინდივიდი განსაკუთრებით მიდრეკილია რისკისაკენ (დისპოზიციური ახსნა) ან ზოგიერთი ინდივიდი განიცდის თანატოლთა ზეწოლას (სიტუაციური ახსნა), ან, რომ ორივე აუცილებელია (კომბინირებული ახსნა).
***
გამოყენებული ლიტერატურა
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.