მდგომარეობა, როცა ინდივიდების ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) ქულები მერყეობს 70-დან 75-მდე ინტერვალში ან მასზე ნაკლებია, ასევე, როცა შეზღუდულია ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ადაპტაციის უნარ-ჩვევების შემუშავების უნარი.
ინტელექტის კოეფიციენტის ქულები ისეა ნორმირებული, რომ 100 ქულა პოპულაციის საშუალოა ანუ იმდენივე ადამიანის ქულაა 100-ის ზემოთ, რამდენიც 100-ის ქვემოთ. 90-სა და 110-ს შორის ქულათა დიაპაზონი მიჩნეულია ნორმად. 120 ქულაზე მეტი განიხილება, როგორც „მაღალი“ ან „ძალიან მაღალი“, 70 ქულაზე დაბალი მაჩვენებლები კი გონებრივი უუნარობის მზარდ დონეებს შეესაბამება (იხ. სურათი).
როდესავ 18 წლამდე ასაკის ინდივიდები აგროვებენ ვალიდურ IQ ქულებს 70-75 შუალედში ან უფრო ქვემოთ, ისინი გონებრივი ჩამორჩენილობის ერთ-ერთ კრიტერიუმს შეესაბამებიან, მაგრამ როგორც ცხრილშია (იხ. ცხრილი) მოცემული, გონებრივად ჩამორჩენილად რომ ჩაითვალონ, ინდივიდებმა ცხოვრ3ბისეულ ამოცანებთან დაკავშირებული ჩვევები შეძენის შეზღუდული უნარიც უნდა გამოავლინონ. ადრეულ წლებში IQ ქულები მსუბუქი, ზომიერი, ძლიერი და ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობის კლასიფიცირებისათვის გამოიყენებოდა, მაგრამ ადაპტაციურ ჩვევებზე თანამედროვე შეხედულებამ ექსპერტებს ამ ტერმინოლოგიის უარყოფა უკარნახა ისეთი უფრო ზუსტი აღწერების სასარგებლოდ, როგორიცაა „გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პიროვნება, რომელიც ექსტენსიურ მხარდაჭერას საჭიროებს სოციალური უნარებისა და საკუთარი თავის მართვის სფეროებში“ ან „გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პიროვნება რომელიც კომუნიკაციასა და სოციალურ ჩვევებში მცირე მხარდაჭერას საჭიროებს.
ცხრილი: გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი. |
გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ: |
|
|
|
***
გამოყენებული ლიტერატურა
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.