ზოგადი ადაპტაციის სინდრომი (ზას)

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
General Adaptation Syndrome (GAS)

არასპეციფიკურ ადაპტაციურ ფიზიოლოგიურ მექანიზმთა პატერნი, რომელიც თითქმის ყველანაირი სერიოზული სტრესორის ხანგრძლივი მუქარის საპასუხოდ ვლინდება.

პირველი თანამედროვე მკვლევარი, რომელმაც სხეულზე ხანგრძლივი, ძლიერი სტრესის მოქმედების ეფექტები იკვლია, კანადელი ენდოკრინოლოგი ჰანს სელიე (Hans Selye) იყო. 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან სელიე აღწერდა ლაბორატორიული ცხოველების რთულ რეაქციებს ისეთ მავნე აგენტებზე, როგორებიცაა: ბაქტერიული ინფექციები, ტოქსინები, ტრავმა, მოძრაობის შეზღუდვა, სიცხე, სიცივე და ა.შ. სელიეს სტრესის თეორიის თანახმად, მრავალ სხვადასხვა სახის სტრესორს შეუძლია ერთნაირი რეაქციის ანუ ზოგადი სხეულებრივი რეაქციის გამოწვევა. ყოველი სტრესორი მოითხოვს ადაპტაციას — ორგანიზმმა უნდა შეინარჩუნოს ან აღიდგინოს ინტეგრირებულობა და ჯანმრთელობა.

სტრესორებზე რეაქცია სელიემ აღწერა, როგორც ზოგადი ადაპტაციური სინდრომი (ზას), რომელიც მოიცავს სამ სტადიას: განგაშის რეაქციას, წინააღმდეგობის სტადიასა და გამოფიტვის სტადიას. განგაშის რეაქციები სხეულებრივი აგზნების ხანმოკლე პერიოდებია, რომლებიც სხეულს ენერგიული აქტივობისათვის ამზადებენ. თუ სტრესორი დროშია განფენილი, სხეული გადადის წინააღმდეგობის სტადიაზე — ზომიერი აგზნების მდგომარეობაში. წინააღმდეგობის სტადიის განმავლობაში ორგანიზმს შეუძლია ერთხანს კიდევ აიტანოს და წინააღმდეგობა გაუწიოს გაჭიანურებული სტრესორების დამანგრეველ მოქმედებას, მაგრამ თუ სტრესორი საკმაოდ ხანგრძლივი და ინტენსიურია, ხდება სხეულის რესურსების ამოწურვა და ორგანიზმი გამოფიტვის სტადიაზე გადადის. ეს სამი სტადია გამოსახული და განმარტებულია სურათზე.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: