ცნობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Recognition

აღდგენის მეთოდი, რომლის დროსაც ინდივიდს მოეთხოვება იმის გაცნობიერება, რომ რაღაც მოვლენა სწორედ ისაა, რომელიც ადრე აღიქვა (გაიგონა ან დაინახა).

ალბათ, ბევრ ადამიანს ჰქონია ცხოვრებაში შემთხვევა, როცა რაღაცას, ვთქვათ, სიტყვის მნიშვნელობას სხვა ენაზე, ეკითხებიან, მაგრამ თავისით ვერ იხსენებს, მაგრამ თუ წაიკითხავს ან გაიგონებს მას, მაშინვე იცნობს. ეს ნიშნავს, რომ ეს სიტყვა არსებობდა მის მეხსიერებაში. როცა ადამიანს არ შეუძლია გაიხსენოს ანუ ცნობიერებაში ხატის ან შინაარსის სახით წარმოიდგინოს რაიმე ინფორმაცია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს შენახული. ასეთ შემთხვევებში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წარსული არ დაკარგულა ადამიანისთვის, იძლევა მეხსიერების ფორმა, რომელსაც ცნობას უწოდებენ.

ცნობა მაშინ ხდება, თუ წარსულში აღქმულის გამეორებით აღქმა მოხდა და ადამიანმა ამ ორი შთაბეჭდილების იდენტიფიკაცია ანუ იმის ჩვენება შეძლო, რომ ამჟამად აღქმული არის მის მიერვე წარსულში ამა და ამ ადგილას აღქმული საგანი. ცნობის პროესის სპეციფიკა და არსებითი მახასიათებელია მისი განხორციელებისთვის აუცილებელი განმეორებითი აღქმა. სწორედ განმეორებითი აღქმის არის შესაძლებელი იმის დადასტურება, რომ წარსული შენახულია მეხსიერებაში. ამგვარად, ცნობა მეხსიერების აღქმაზე დამოკიდებული ფორმაა, რომელიც განმეორებითი აღქმის გარეშე არ არსებობს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ფარჯანაძე, დ. (2008). მეხსიერების ფსიქოლოგია. თბილისი. შპს „თათა სოლუშენი“.

კატეგორია: 
ავტორები: