ნეირომეცნიერება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Neuroscience

ფართო განმარტებით, სწავლება ნერვული ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციის და მათი ქცევაზე გავლენის შესახებ. ანთროპოცენტრული პოზიციიდან, ნეირომეცნიერება, უპირატესად, განისაზღვრება, როგორც ადამიანის, პრიმატის ან, უკიდურეს შემთხვევაში, ძუძუმწოვრების ტვინის შესწავლა.

ნეირომეცნიერები ცდილობენ სხვადასხვა მეთოდით შეისწავლონ ტვინის მუშაობა, დაწყებული ოპერაციებით დიდ, თვალისათვის დასანახ სტრუქტურებზე, დამთავრებული უჯრედებით, რომელთა დანახვა მხოლოდ ძლიერი მიკროსკოპის ქვეშაა შესაძლებელი.

ვინაიდან ნერვული ქსოვილი, განსაკუთრებით, ტვინი, ისეთი კომპლექსური ორგანიზაციით, უჯრედთა დიფერენციაციითა და უჯრედშორისი კომუნიკაციით ხასიათდება, რომელიც არ აღინიშნება სხვა ორგანოებში, ნეირომეცნიერება ანატომიური, ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური, მოლეკულური, ქცევითი, გენეტიკის, კომპიუტერული და სხვა მიდგომების ფართო სპექტრს მოიცავს.

დიდი ხნის განმავლოაბში მეცნიერები, ფილოსოფოსები და სხვები მსჯელობდნენ, რა როლს ასრულებენ ბიოლოგიური სისტემები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტვინის შესწავლის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო რენე დეკარტი (1596-1650), რომელმაც შემოგვთავაზა იმ დროისათვის ძალზედ რადიკალური იდეა: ადამიანის სხეული არის „ცხოველური მანქანა“, რომელიც შეიძლება მეცნიერულად შევისწავლოთ – ემპირიული დაკვირვების გზით ბუნებრივი კანონების აღმოჩენით. დეკარტი თვლიდა, რომ ადამიანის ქმედება არის მექანიკური რეფლექსი გარემოს მხრიდან სტიმულაციის საპასუხოდ. მან ივარაუდა, რომ ფიზიკური ენერგია ააგზნებს გრძნობის ორგანოს. სტიმულირების შემდეგ გრძნობის ორგანო გადასცემს ტვინს აგზნებას „ცხოველური სულის“ მეშვეობით; ტვინი, თავის მხრივ, გადასცემს ცხოველურ სულს კუნთების შესაბამის ჯგუფს, რომელიც მოძრაობით რეფლექსურ პასუხს ახორციელებს.

რეფლექსის დეკარტისეულ ცნებას მეცნიერული დასაბუთება არ ჰქონდა 1906 წლამდე, როდესაც სერ ჩარლზ შერინგტონმა აღმოაჩინა, რომ რეფლექსების საფუძველს წარმოადგენენ პირდაპირი კავშირები სენსორულ და მოტორულ ნერვულ ბოჭკოებს შორის ზურგის ტვინის დონეზე. შერინგტონმა წამოაყენა იდეა, რომ ნერვული სისტემა როგორც ამაგზნებელ (ნერვული აქტივობის გაძლიერება), ისე შემაკავებელ (ნერვული აქტივობის შემცირება) პროცესებს მოიცავს. XX საუკუნის დასაწყისამდე მეცნიერებმა არაფერი იცოდნენ ნერვული სისტემის სტრუქტურული ერთეულის, ნეირონის შესახებ. სანტიაგო რამონ კახალი იყო პირველი, რომელმაც აღმოაჩინა ფიზიკური ზღვარი მეზობელ ნეირონებს შორის და განავითარა თეორია ნეირონებს შორის ინფორმაციის გადაცემის შესახებ. 50 წლის შემდეგ ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებამ დაადასტურა მისი იდეები. 1948 წელს დონალდ ჰებმა ივარაუდა, რომ ტვინი არა მხოლოდ ნერვული ქსოვილის მასაა, არამედ ინტეგრირებული სტრუქტურების, ე.წ. „უჯრედული ანსამბლების“ ერთობლიობა, რომელიც სპეციფიკურ ფუნქციებს ასრულებს.

ტერმინი ნეირომეცნიერება რამდენიმე ათწლეულია, რაც არსებობს. ფორმალურად აღიარებული აკადემიური დეპარტამენტის ერთეულის აღსანიშნად ამ ტერმინის გამოყენება მხოლოდ 1970-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. ნეირომეცნიერება წარმოიქმნა მანამდე დამოუკიდებლად განვითარებადი (სუბ)დისციპლინის გაერთიანების შედეგად, როგორიცაა ნეიროანატომია და ნეიროფიზიოლოგია. მაგალითად, ადრე ნეიროანატომია ფორმალურად ანატომიის სუბდისციპლინა იყო. ანალოგიური ვითარება იყიო ნეიროფიზიოლოგიის შემთხევაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც ნერვული ქსოვილის ანატომიისა და ფიზიოლოგიის შესახებ სპეციალიზირებულმა ცოდნამ სწრაფად მოიმატა, ნათელი გახდა, რომ ამ დარგების წარმომადგენლებს ერთმანეთთან უფრო მეტი ჰქონდათ საერთო, ვიდრე ტრაციდიულ აკადემიურ დეპარტამენტებთან. შესაბამისად, მალევე გაჩნდა „ინტერდისციპლინური“ პროგრამები. დღეისათვის ნეირომეცნიერების უმრავლეს სფეროში ტერმინი „მულტიდისციპლინური“ სრულიად ჩვეული გახდა. აქ, როგორც წესი, მოიაზრება ფიზიოლოგიური, ანატომიური, ბიოქიმიური და ქცევითი მიდგომები.

თავისი არსებობის შედარებით მცირე ხნის მანძილზე, მკვლევართა ერთი თაობის მოღვაწეობის პერიოდშიც კი ნეირომეცნიერება უჩვეულოდ გაფართოვდა და გაიზარდა და უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით კიდევ უფრო წინ მიდის, რაც წარმოუდგენელი იყო 1970-იან წლებში. დღეს, ნეირომეცნიერება კვლევის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი სფეროა. მნიშვნელოვანი აღმოჩენები გამაოგნებელი რეგულარობით ხდება. ფაქტობრივად, ისევ გრძელდება ნეირომეცნიერების სწრაფი ზრდა და გაფართოვება. ტექნიკური განვითარებისა და ჯერ კიდევ მზარდი ფუნდამენტური ცოდნის კომბინაციით მონაცემთა უზარმაზარი მასივები მიიღება ტვინის სტრუქტურისა და ფიზიოლოგიის შესახებ. შესაბამისად, ნეირომეცნიერებს დიდი რაოდენობით ინფორმაციის დაარქივება, გაანალიზება და ინტერპრეტირება უწევთ.

ნეირომეცნიერება ინტენსიურად იკვეთება და ფარავს ფსიქოლოგიის სფეროს. მეცნიერების ამ ორივე დარგს ტვინი-ქცევის ბიოლოგიური სისტემის ფუნქციონირება აინტერესებს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ დღეისათვის არსებობს „ქცევითი ნეირომეცნიერება“, რომელშიც გაერთიანებულია ცოდნა, რომელიც ქცევით და ნეირომეცნიერების ცვლადების მანიპულაციით წარმოებული კვლევებიდან მიიღებს. როგორც წესი, ამ მიმართულებით კვლევა-ძიებას, ჩვეულებრივ, ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგიას, ფსიქობიოლოგიას და ქცევით ნეირომეცნიერებას უწოდებენ იმისდა მიხედვით, რომელი თვალსაზრისიდან არის განსაზღვრული და ქვედარგის რომელი ასპექტებია გამოკვეთლი.

ტერმინს „ქცევითი ნეირონეცნიერება“ განსაკუთრებით ფართოდ იყენებენ დღეს, რაც ტექნოლოგიისა და ნეირონული წრედებისა და ფუნქციების შესახებ ცოდნის განვითარების გამო მოხდა. მისი ქვედარგი  კოგნიტური ნეირომეცნიერება სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც ქცევით-ფიზიოლოგიური რეალობის დასწავლის, მეხსიერების, მსჯელობის, ყურადღების, აღქმისა და სხვა „უმაღლეს“ პროცესებს სწავლობს და, ამასთანავე, ტვინის ფუნქციონირების შესწავლის ნეირომეცნიერების ისეთ მეთოდებსაც იყენებს, როგორებიცაა ელექტოფიზიოლოგიურ და ვიზუალიზაციის საზომები. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. V.

კატეგორია: 
ავტორები: