დასწავლა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Learning

გამოცდილებაზე დამყარებული პროცესი, რომლის დროსაც შედარებით მუდმივად იცვლება ქცევა ან ქცევის პოტენციალი. ეს განსაზღვრება სამი მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება: ცვლილება ქცევაში ან ქცევის პოტენციალში, შედარებით მუდმივი ცვლილება და გამოცდილებაზე დაფუძნებული პროცესი.

ცვლილება ქცევაში ან ქცევის პოტენციალში

დასწავლის პროცესი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს განხორციელებულად, როცა შედეგი გვაქვს სახეზე, მაგალითად, შეგიძლიათ მანქანის მართვა ან მიკროტალღოვანი ღუმელის გამოყენება. შეუძლებელია, დავაკვირდეთ უშუალოდ დასწავლის პროცესს, რადგან, ჩვეულებრივ, ამ პროცესით გამოწვეული ცვლილებები ტვინში არ ჩანს, მაგრამ დასწავლის პროცესის არსებობა აშკარა ხდება ქცევის განმტკიცებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად ქცევაში არ ვლინდება, რაც ნასწავლია. ხშირად, აგრეთვე, ადამიანს აქვს ზოგადი განწყობები, მაგალითად, დამოკიდებულება თანამედროვე ხელოვნებისადმი ან აღმოსავლური ფილოსოფიის ცოდნა, რაც არ ვლინდება გაზომვად მოქმედებებში. ასეთ შემთხვევებში, მიღწეულია პოტენცია ქცევითი ცვლილებისათვის, რადგან ნასწავლია დამოკიდებულება და ღირებულებები, რომლებიც გავლენას ახდენენ იმ ლიტერატურის შერჩევაზე, რასაც ადამიანი კითხულობს და, ასევე, თავისუფალი დროის გატარების ფორმაზე. ესაა სახეცვლილი დასწავლის მაგალითი – სხვაობა ნასწავლსა და ქცევაში გამოხატულს შორის.

შედარებით მუდმივი ცვლილება

დასწავლილი ქცევას ან ქცევით პოტენციალს რომ ნასწავლი ვუწოდოთ, ის სტაბილური და მუდმივი უნდა იყოს სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად, თუ ერთხელ ვისწავლეთ ცურვა, ყველა შემთხვევაში შევძლებთ ამ ცოდნის გამოყენებას, ვიქნებით ზღვაზე თუ საცურაო აუზზე. აღსანიშნავია, რომ სტაბილური ცვლილება არაა ყოველთვის მუდმივი ცვლილება. მაგალითად, შეიძლებაგავხდეთ ბადროს საკმაოდ კარგი მტყორცნელი მოცემული დროისათვის, მაგრამ თუკი თავს დავანებებთ ამ სპორტს, განსაზღვრული დროის შემდეგ შევნიშნავთ, რომ ისე კარგად ვეღარ ვფლობთ მას, თუმცა, ხელახლა სწავლის შემთხვევაში იგრძნობა ის სიადვილე, რომლითაც დასწავლა ხდება, თითქოს ცოდნის რაღაც ნაწილი შენახულია წარსული გამოცდილების შედეგად. ამ კონტექსტში ცვლილება შეიძლება მუდმივი იყოს.

გამოცდილებაზე დაფუძნებული პროცესი

დასწავლა მხოლოდ გამოცდილებით შეიძლება. გამოცდილება გულისხმობს ინფორმაციის მიღებას (შეფასებას და ტრანსფორმაციას) და რეაგირებას, რაც გავლენას ახდენს გარემოზე. დასწავლა შედგება მეხსიერების გაკვეთილების შედეგად აღმოცენებული საპასუხო რეაქციისაგან. ნასწავლი ქცევა არ გულისხმობს ცვლილებას ფიზიკური მომწიფების ან ტვინის განვითარების შემთხვევაში, ორგანიზმის ასაკის მატებასთან ერთად, აგრეთვე, ავადმყოფობის ან ტვინის დაზიანების დროს. ზოგიერთ ხანგრძლივ ცვლილებას ქცევაში სჭირდება გამოცდილებისა და მომწიფების, მზადყოფნის კომბინაცია. მაგალითად, წარმოვიდგინოთ სკალა, რომელზეც ასახულია, რა ასაკში იწყებს ბავშვი ტუალეტის დამოუკიდებლად გამოყენებას. ყოველგვარი ცდა ამ ჩვევის დასწავლისა იმ ასაკამდე, რომელშიც კანონზომიერია ამ უნარის შემუშავება ანუ სანამ ბავშვი საკმარისად არ განვითარდება, ამაო იქნება. ფსიქოლოგების ინტერესთა სფეროში შედის იმის კვლევა, ქცევის რა ასპექტები შეიძლება შეიცვალოს და რა მექანიზმებით შეიძლება განხორციელდეს ეს ცვლილებები.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: