მსჯელობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Judgment

მსჯელობა ეწოდება პროცესს, რომლითაც ადამიანები აყალიბებენ მოსაზრებებს, აკეთებენ დასკვნებს და ახდენენ ადამიანების ან მოვლენების კრიტიკულ შეფასებას ხელმისაწვდომ მასალაზე დაყრდნობით. მსჯელობა ფსიქიკური აქტივობის შედეგია. მსჯელობის პროცესი ხშირად სპონტანურია და მოტივაციის გარეშე მიმდინარეობს.

იქიდან გამომდინარე, რომ წარსულის შესახებ სრული ცოდნა პრაქტიკულად ყოველთვის მიუწვდომელია ინდივისათვის, ხოლო მომავლის წინასწარ აბსოლუტური სიზუსტით განსაზღვრა შეუზლებელია - ადამიანს იშვიათად აქვს ფუფუნება იყოს  დარწმუნებული, რომ სწორად მსჯელობს. მსჯელობის პროცესმა უნდა უზრუნველყოს განუსაზღვრელობის შემცირება. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზროვნების პროცესები შეზღუდული რაციონალურობით იმართება და შესაძლოა მსჯელობა ყოველთვის მაქსიმალლურად ზუსტი და რაციონალური ვერ გამოდგეს, რაც ლიმიტებით არის გამოწვეული.ამოს ტვერსკის და დანიელ კანემანმის აზრით, მსჯელობა ანალიზის ევრისტიკულ მეთოდს უფრო ხშირად ეყრდნობა, ვიდრე ფორმალურ მეთოდებს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

კატეგორია: 
ავტორები: