იმპულსური აგრესია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Impulsive Aggression

იმპულსური აგრესია ეწოდება ემოციებით გამოწვეულ აგრესიას, რომელიც განსაკუთრებით მწვავე სიტუაციებზე საპასუხოდ წარმოიქმნება. როგორც წესი, ინდივიდები იმპულსური აგრესიით მაშინ რეაგირებენ, როცა ემოციურად დატვირთული მოვლენა ან მომენტი ხვდებათ. მაგალითად, თუ ავტოკატასტროფის შემდეგ ხელჩართულ ჩხუბს ხედავთ - ეს იმპულსური აგრესიის გამოვლინებაა.

ინდივიდები, რომელთაც იმპულსური აგრესიის გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, შეიძლება მაღალი ემოციური მგრძნობელობის მქონე პიროვნებებად დავახასიათოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელ რიგ სიტუაციებში, მათგან ძლიერ ემოციურ რეაქციებს უნდა ველოდოთ. ინსტრუმენტული აგრესიისგან განსხავევებით, ამ ტიპის აგრესია ნაკლებად მიზანმიმართულია და აკლია დაგეგმვისა და წინასწარგანზრახვის კომპონენტი.

იმპულსურ აგრესიას რეაქტიულ აგრესიასაც უწოდებენ. მის გამოვლინებას თან ახლავს სიმპათეტიკური ნერვული სისტემის გააქტიურება, ე.წ. „შეწინააღმდეგება - გაქცევის“  რეაქცია, რაც სუნთქვისა და გულის ცემის აჩქარებაში, წნევის მომატებასა და მსგავს ფიზიოლოგიურ რეაქციებშიც ვლინდება.

ნავარაუდებია, რომ იმ ინდივიდებში, რომლებიც ხშირად ავლენენ იმპულსურ აგრესიას, შუბლის წილების აქტივაცია გაცილებით დაბალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც იშვიათად ავლენენ. ასევე არსებობს ემპირიული მონაცმები, რომელთა თანახმადაც, იმპულსური აგრესიის მქონე ინდივიდებისთვის დამახასიათებელია შიშისკენ მიდრეკილება. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Breedlove, M.S. (2015) Principles of Psychology, Sinnauer Associates, Inc. 

კატეგორია: 
ავტორები: