ინსტრუმენტული აგრესია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Instrumental Aggression

ინსტრუმენტული აგრესია აგრესიის ერთ-ერთი ნაირსახეობა და ტიპია. მისთვის დამახასიათებელია აგრესიული ქმედების წინასწარდაგეგმვა, გააზრება, მიზანმიმართულობა და კოგნიტური დასაბუთება.

იმპულსური აგრესიისგან განსხვავებით, რომლის დროსაც წამყვანი ფაქტორი მწვავე სტრესულ სიტუაციაზე აღმოცენებული ემოციური აგრესიაა, ინსტრუმენტული აგრესიის შემთხვევაში  აგრესორს საერთოდ არ  სურს მსხვერპლისთვის ზიანის მიყენება ან/და მისი ტანჯვის ყურება.

ინსტრუმენტული აგრესიის განხორციელების ძირითად მოტივს სასურველი მიზნის მიღწევა წარმოადგენს. სწორედ ამ პროცესში შეიძლება მიაყენოს ადამიანმა მეორე ინდივიდს ზიანი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ზიანის მიყენება არ არის ქცევის თვითმიზანი. ინსტრუმენტული აგრესიის შემთხვევაში ზიანი ე.წ. გვერდითი ეფქტია, რომელიც სასურველი შედეგის მისაღებად ბრძოლაში აღმოცენდება. ამგვარი ქცევის კლასიკურ მაგალითს თვითშეფასების გამოსწორება და შენარჩუნება წარმოადგენს, რომელიც თავისთავად არასახიფათო და არასაზიანო მიზანია, მაგრამ, გარკვეულ ეტაპზე   შესაძლოა ინსტრუმენტული აგრესიის გამოყენების მოტივატორად იქცეს. თუკი აგრესიული და უხეში ქცევა გააძლიერებს, გაზრდის ან/და დაეხმარება ინდივიდს თვითშეფასების შენარჩუნებაში, ის ავტომატურად იქცევა ინსტრუმენტულ აგრესიად.

არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ინსტრუმენტულ აგრესიასთან დაკავშირებულ ტერმინებსა და განსაზღვრებებთან დაკავშირებით. მაგალითად, ალბერტ ბანდურა მიიჩნევდა, რომ მართალია ინსტრუმენტული და იმპულსური აგრესია ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მისაღწევი მიზნების მშინაარსის იხედვით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ორივე  მაინც სპეციფიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენება, ამიტომ შეგვიძლია, იმპულსური აგრესიაც ინსტრუმენტულ აგრესიად მოვიხსენიოთ.

ამის საპასუხოდ ზილმანმა იმპულსური და ინსტრუმენტული აგრესიის განსხვავებული ცნებები: „დისკომფორტით მოტივირებული“ (Annoyance-motivated) და სტიმულით მოტივირებული (Incentive-motivated) აგრესია შემოიტანა. დისკომფორტით მოტივირებულ აგრესიას ისეთი ქცევები მიაწერა, რომლებიც შფოთვისა და დისკომფორტის შემცირებას ისახავს მიზნად. მაგალითად, ინტენსიური ბრაზი. ხოლო სტიმულით მოტივირებულ აგრესიულ ქცევებად უცხო, გარემოდან შემოსული სტიმულების მოსაპოვებლად განხორციელებული ქცევები განიხილა.

დოდჯმა და კოიმ 1987 წელს შემოიტანეს ტერმინები: რეაქტიული და პროაქტიული აგრესია. რეაქტიული აგრესია საფრთხის შემცველ სტიმულებზე აღმოცენებულ საპასუხო აგრესიულ რეაქციას  მოიცავს, ხოლო პროქტიული აგრესიის შემთხვევაში, ინსტრუმენტული აგრესიის მსგავსად, ისეთ ქცევები მოიაზრება,  რომლებიც კონკრეტული და ძალიან სპეციფიკური დადებითი შედეგების მიღებას ისახავენ  მიზნად. პროაქტიული აგრესიული ქცევის კლასიკური მაგალითებია ბულინგი, დომინაცია და ა.შ.

ვიდეო: ინსტრუმენტული აგრესიის მაგალითები

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Baron, R. A., Richardson, D. R. (1994) Human Aggression. 2nd Edition, Plenum Press, New York, N.Y.

კატეგორია: 
ავტორები: