შესაძლებელი მე-ები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Possible Selves

„შესაძლებელი მეების“ განსაზღვრება ჰეზელ მარკუსმა შეიმუშავა, კოლეგებთან ერთად. ამ განსაზღვრების მიხედვით, „შესაძლებელი მე“  მოიცავს იმ „იდეალურ მეებს“ რომლებიც ადამიანს სურს, რომ გახდეს. გარდა იდეალური ვერსიებისა, „შესაძლებელი მეები“, აგრეთვე მოიცავს იმ „მეებს“, რომლებიც შეგვიძლია, რომ გავხდეთ და  „მეებს“, როგორად გახდომისაც ძალიან გვეშინია. უფრო კონკრეტულად შესაძლებელი მეების ცნება წარმოადენს ინდივიდების იდეებს იმის თაობაზე,  რა შეიძლება გახდნენ, რა სურთ რომ გახდნენ, როგორები არ სურთ რომ გახდნენ ან ეშინიათ, რომ გახდნენ. ამგვარი იდეები წარმოადგენენ კონცეფტუალურ ხიდს კოგნიციასა და მოტივაციას შორის. შესაძლებელი მეები იმედების, შიშების, მიზნებისა და საფრთხეების კოგნიტურ კომპონენტებს წარმოადგენენ და მამოძრავებელ ძალებს  მესთან შესაბამისობაში მყოფ ფორმაში აქცევენ და შესაფერის მიმართულებას აძლევენ.

შესაბამისად, შესაძლებელი მე დიდ როლს თამაშობს ქცევის მოტივირებში, იგი უბიძგებს ამა თუ იმ მოქმედებას აღძვრისაკენ და ამავე დროს, საშუალებას აძლევს ინდივიდს, განიხილოს საკუთარი მეს მიმართულებები - და განსაზღვროს უკეთესი და უარესი ორიენტირები. „შესაძლებელ მეზე“ დაყრდნობით ინდივიდი წყვეტს მიუახლოვდეს თუ განერიდოს ამა თუ იმ სიტუაციას.  

შესაძლებელი მეს ფუნქციების განსაზღვრისას, მარკუსი ვარაუდობდა, რომ ამ ცნებას, ერთი მხრივ, შეუძლია სამომავლო მოტივატორის როლის შესრულება ინდივიდისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, იგი იცავს ინდივიდის „მეს“ აწმყოში. ნავარაუდებია, რომ თუკი ინდივიდის მცდელობა წარმატებით დასრულდება, ეს კმაყოფილებას და დადებით განცდებს  გამოიწვევს მასში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდი ვერ ახერხებს სასურველი მიზნის მიღწევას და მესთვის სასურველი შედეგის რეალიზებას - ხდება ინდივიდის იმჟამინდელ გამოცდილებებთან მეტ შესატყვისობაში მყოფი „შესაძლო მეს“ განხილვა და მისი მორგება.

მარკუსის „შესაძლებელი მეების“ მოდელის მთავარ საყრდენ წერტილს წარმოადგენს მოსაზრება, რომ მომავალში გამოვლენილ ძალისხმევას მე - კონცეფცია უდევს საფუძლად  შესაძლო მეების როგორც მე-კონცეფციასთან დაკავშირებული ცნების სისწორეზე მეტყველებს კვლევებიც, რომლის მიხედვითაც დელიკვენტ მოზარდებს, თავიანთ არსებულ მე-კონცეფციებზე დაყრდნობით  უფრო არასასურველი და შეშინებული „მომავალი მეები“ გააჩნიათ და ნაკლებად აქვთ დადებითი მოლოდინები მომავალთან მიმართებაში, ვიდრე არადელიკვენტ ახალგაზრდებს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

Hazel, M. ; Nurius, P. (1986) Possible Selves. American Psychologist, Vol.41 (9)  Retrived from  http://psycnet.apa.org/index.cfm?fa=buy.optionToBuy&id=1987-01154-001; 13.03.2015

კატეგორია: 
ავტორები: