სენსორული მეხსიერება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sensory Memory

როდესაც ჩვენ ვუყურებთ გამოსახულებას, ამ ტიპის ვიზუალური მასალის დამახსოვრებაში მონაწილეობას სენსორული მეხსიერება იღებს. სენსორული მეხსიერება მეხსიერების საწყისი პროცესია, რომელიც აქტიურად არის ჩართული აღქმული სენსორული სტიმულის მიერ რამდენიმე წამის მანძილზე დატოვებული შთაბეჭდილების მომენტალურ შენახვაში.

მკვლევრები დიდი ხანია მსჯელობენ იმის შესახებ, რომ თითოეულ სენსორულ მოდალობას აქვს გარკვეული მეთოდი, რომლითაც ახდენს ფიზიკური ინფორმაციის შენახვას. შესაბამისად, ნებისმიერი სენსორული მეხსიერება გამზიღიანებლის ფიზიკურ თვისებას წამის ან შესაძლოა წამზე ნაკლები დროის განმავლობაში ინახავს, რაც ხელს უწყობს გარემოდან შემოსული ინფორმაციის მიღების ზრდას.

სენსორულ მეხსიერებასთან მიმართებაში გამოკვეთილია ორი ტიპის თეორიული პოზიცია. პირველ მიდგომას მრავალსაცავიანი (The Multiple-stores View) შეხედულება ეწოდება სენსორულ მეხსიერებას ერთგვარ საცავად და ბუფერად განიხილავს, რომელშიც ინფორმაცია მცირე ხნით ყოვნდება, ვიდრე შემდგომ საფეხურზე გადამუშავდება. ამ თეორიის მიხედვით, თითოეულ სენსორულ მოდალობას საკუთარი ბუფერი აქვს, რომლებიც, თავის მხრივ, განსხვავდებიან ერთმანეთისგან მოცულობით და ამა თუ იმ მახასიათებლებით.

მეორე მხრივ, პროცედურალისტური შეხედულება ვარაუდობს, რომ არ არსეობს წინასწარ განსაზღვრული საცავი, ამის საპირისპიროდ, ეს თეორია ამტკიცებს, რომ  მეხსიერება სტიმულის გადამუშავების ბუნებრივი შედეგია.

სენსორულ მეხსიერებაში გამოყოფენ მხედველობით სენსორულ მეხსიერებას, რომელსაც ხატისებურ მეხსიერებას უწოდებენ, სმენით სენსორულ მეხსიერებას - იმავე ექომეხსიერებას, ტაქტილურ სენსორულ მეხსიერებას და დეგუსტაციის სენსორულ მეხსიერებას (გემო) და ყნოსვით სენსორულ მეხსიერებებს.

ხატისებრი მეხსიერება წარმოადგენს სენსორულ მეხსიერებას, რომელიც მხედველობითი სფეროსთვის არის დამახასიათებელი. ამ ტიპის მეხსიერების თავისებურება ისაა, რომ იგი ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციის შენახვას ახერხებს, მაგრამ მხოლოდ მცირე დროის (წამის ნახევარი) განმავლობაში.

ექომეხსიერება და მისი მუშაობის პრინციპი ძალიან წააგავს ხატისებური მეხსიერების მოქმედების მექანიზმს, იმ განსხვავებით, რომ ის 5-10 წამით მეტხანს გრძელდება. ამ ტიპის მეხსიერებაზე ჩატარებულმა კვლევებმა მეცნიერები მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მიიყვანა: ყოველი ახალი შემოსული ინფორმაცია ადვილად  განდევნის წინას. ისევე როგორც ხატისებური მეხსიერების შემთხვევაში, მუშაობის ამგვარი მექანიზმი : წამების მანძილზე გაგრძელებადობა და ადვილად დაღვევადობა ადამიანის გარემოსთან ურთიერთობის თავისებურებით არის გამოწვეული. გარედამოდან მუდმივად მოდის ახალი სტიმულები, რომლებიც გადამუშავებას ითხოვენ. შესაბამისად, იმისთვის რომ აღვიქვათ ისინი, სენსორული მეხსიერების ხანგრძლივობა სრულიად საკმარისია ამისთვის. ანუ ჩვენ ვახერხებთ ცვლილებების აღქმას, მაგრამ არ გვრჩება რესურსი, რომ მთლიანად გადავერთოთ მასზე და შევეწინააღმდეგოთ ახალ სენსრორულ შთაბეჭდილებასა და სტიმულს, რომლებიც შემოდის ჩვენს აღქმაში.

ტაქტილური სენსორული მეხსიერება ძალიან წააგავს ზემოხსენებულ მეხსიერების ტიპებს, ხოლო დეგუსტატური და ყნოსვითი სენსორული მეხსიერებები ნაკლებად არის შესწავლილი ორი მიზეზის გამო: 1) ორივე ზემოთქმული სენსორული მეხსიერება არავერბალურია და ქიმიურ შეგრძნებებთან არის დაკავშირებული; 2) შესბამისად ძალიან რთუალია გამიჯვნა, როდის მთავრდება აქტუალური ფიზიკური შეგრძნება და როდის გადადის მეხსიერებაში. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: