ხანგრძლივი მეხსიერება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Long-term Memory

დამახსოვრების პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის შენახვას და შემდგომში, ამ ინფორმაციის ნებისმიერ დროს აღდგენას.  ხანგრძლივი მეხსიერება ერთგვარი საცავია, რომელშიც თავს იყრის შეგრძნებებისა და ხანმოკლე მეხსიერებით შემოსული და მიღებული ნებისმიერი ტიპის გამოცდილება, იქნება ეს ემოცია, ჩვევა, სიტყვები, ინფორმაცია, მოვლენა, კატეგორია, მსჯელობა, წესები თუ სხვა. ხანგრძლივ მეხსიერებაშია თავმოყრილი, აგრეთვე ცოდნა საკუთარი თავისა და გარესამყაროს შესახებ.

დამახსოვრებული ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში გადასვლას ხელს უწყობს ამ ინფორმაციის შესახებ წინასწარ გარკვეული აზრის ქონა. წინასწარი ინფორმაცია ერთგვარი დამხმარე მექანიზმია და თავისებური სქემის როლს თამაშობს შემოსული ინფორმაციის უკეთ გაგებაში. ამასთანავე, მეხსიერება ყველაზე ეფქტურად მაშინ ახერხებს ინფორმაციის აღდგენას, როდესაც დამახსოვრების პროცესში არსებული კონტექსტი აღდგენის პროცესში არსებულ კონტექსტს ემთხვევა, ხოლო საპირისპირო შემთხვევებში, როცა კონტექსტები განსხვავდება, ხშირად ყალიბდება ე.წ. „კონტექსტის შოკი“, რომელიც ნაცნობი ადამიანის უცნობ სიტუაციაში ხილვით არის გამოწვეული. მაგალითად,  როდესაც ხალხმრავალ რიგში გეცნობათ თქვენ უკან მდგომი პიროვნება, მაგრამ ვერაფრით იხსენებთ, საიდან იცნობთ მას. მეხსიერების უკიდურესი დაძაბვის შედეგად თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რიგში მდგომი პიროვნება გინახავთ აბოსლუტურად სხვა სიტუაციაში, მაგალითად მიმტანად ერთ-ერთ რესტორანში, მაგრამ სრულიად არ ელოდით, თუ მოცემულ კონტექსტშიც გადააწყდებოდით, რამაც ხელი შეგიშალათ, მყისიერად გეცნოთ ეს პიროვნება.

ხანგრძლივი მეხსიერება, თავის მხრივ, ორ სხვადასხვა კატეგორიად იყოფა: დეკლარაციულ და არადეკლარაციულ მეხსიერებებად. დეკლარაციული მეხსიერება მოიცავს ისეთ ინფორმაციას, რომლის ვერბალიზული/ვერბალური გაზიარებაც შესაძლებელია სხვებისთვის (ფაქტები, მოვლენები), ხოლო არადეკლარაციული, იგივე პროცედურული მეხსიერება კი მიმართულია იმაზე,  როგორ და რა ხერხით/მეთოდით უნდა შესრულდეს ესა თუ ის მოქმედება. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Loftus G. R; Loftus, E.F. (1976) Human Memory. Lawrence Erlbaum Associates inc. , Publishers, Hillsdale, NJ 

კატეგორია: 
ავტორები: