მორალურობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Morality

მორალურობა ფასეულობათა და რწმენათა ერთიანი სისტემაა, რომელიც ინკორპორირებულია ინდივიდში და იძლევა იმის გარანტიას, რომ პიროვნება საზოგადოების სხვა წევრების წინაშე მოიქცევა ისე, რომ არ წინააღმდეგობაში არ მოვიდეს სხვათა უფლებებსა და ინტერესებთან და შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და დაემორჩილება საზოგადოებაში არსებულ ნორმებს.

მორალურობა და მისი კვლევა ერთ-ერთ ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ფსიქოლოგიაში. სირთულე უკავშირდება ისეთ ცენტრალურ საკითხებს, რომლებიც კავშირში არიან მორალურობის ზოგად ბუნებასთან, იქნება ეს უნივერსალურობა რელატივიზმის საწინააღმდეგოდ, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა  თუ განსხვავებები მორალურ განსჯაში და ა.შ.

მორალური ქცევის საფუძველი ინდივიდის საზოგადოებრივ ნორმებთან შესატყვისობაში ყოფნაა. სწორედ საზოგადოებრივი თანაცხოვრებისას არის მნიშვნელოვანი მორალური განსჯის ქონა, რომელიც მოიცავს შეფასებით კატეგორიებს იმის შესაებ,  რა არის სწორი და რა მცდარი. 

ცხადია, რომ მორალური სისტემები ყველგან არსებობს - აქედან გამომდინარეობს, ერთი მხრივ,  ის ფაქტი, რომ მორალურობა უნივერსალურია, თუმცა, მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს სისტემები ხანდახან რადიკალურადაც კი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შინაარსის დონეზე, ძნელია განსაზღვრა,  რა არის ფუნდამენტურად უნივერსალური, რაც ამ მორალურ სისტემებს გააერთიანებდა.

ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი თეორია, რომელიც მორალურობას ეხება - ლოურენს კოლბერგს ეკუთვნის , რომელმაც მორალური განვითარების თეორია მთლიანად მორალური განსჯის საფეხურებზე ააგო. მორალური განსჯა  ადამიანების მსჯელობაა იმის თაობაზე, გარკვეულ სიტუციაში რომელი მოქმედებაა სწორი ან არასწორი. ამ თვალსაზრისით, კოლბერგის თეორია კოგნიტური განვითარების პერსპექტივას იზიარებს და დიდწილად პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიას ეფუძნება.

პიაჟეს აზრი იმის თაობაზე, რომ მორალური მსჯელობა თითოეულ სტადიაზე სხვდასხვანაირი საფუძვლიდან აიგება, კოლბერგმა უფრო განვრცო და მორალური განვითარების 3 დონე გამოყო, რომელშიც შიგნით კიდევ 7 სტადია დაამატა.

 

კოლბერგის მიერ შექმნილი მოდელი ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

1. ყოველ კონკრეტულ დროის მონაკვეთში ინდივიდი მხოლოდ ერთ საფეხურზე შეიძლება იმყოფებოდეს

2. სტადიებს ყველა ადამიანი არსებული თანმიმდევრობით გადის, შეუძლებელია რომელიმე სტადიის გამოტოვება

3. ყოველი მომდევნო სტადია უფრო რთული და ყოვლისმომცველია, ვიდრე წინა

4. სტადიები უნივერსალურია და ყველა კულტურაში გვხვდება

კოლბერგის თეორიამ  განსხვავებული და მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია მეცნიერებში. პირველ რიგში, კრიტიკის სამიზნე განზოგადებისას გენდერის გაუთვალისწინებლობა აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ კოლბერგის ორიგინალური ნაშრომი მხოლოდ ბიჭებზე ჩატარებულ კვლევას ეფუძნებოდა, გამოითქვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა არსებობდეს მნიშვნელოვანი განსხვავებები მამაკაცებისა და ქალების მორალურ შეხედულებებს შორის. ამას ადასტურებს ზოგიერთი კვლევაც, რომლის მიხედვითაც ქალები მორალური გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო მეტად ცდილობენ ჰარმონიის შენარჩუნებას სოციალურ ურთერთობებში, მაშინ როცა მამაკცები უფრო მეტ აქცენტს სამართლიანობის დაცვის პრინციპზე აკეთებენ.

კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც კოლბერგის თეორიის საწინააღმდეგოდ გამოიყენება არის კულტურათაშორისი განსხვავებები.

როგორც კროსკულტურული კვლევები აჩვენებს პრაქტიკულად შეუძლებელია ვიპოვოთ სიტუაციათა ერთობლიობა, რომელშიც მორალური მსჯელობა უნივერსალური იქნება. კროსკულტურული კვლევების შედეგებიდან  მხოლოდ ის შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა სტანდარტი და კრიტერიუმი არსებობს იმის შესაფასებლად, თუ რა არის მორალურად გამართლებული/ამორალური.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Matsumoto, D. (2001) The Handbook of Culture and Psychology. Oxford University Press, New York, New York

კატეგორია: 
ავტორები: