სტიუდენტის განაწილება (t-განაწილება)

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Student’s Distribution

ალბათურ განაწილებათა ოჯახი  ნულის ტოლი საშუალოთი, ზარისებური ფორმით. ეს ფორმა დამოკიდებულია მონაცემთა რაოდენობაზე k-ზე, რომელიც განსაზღვრავს სტიუდენტის განაწილების ე.წ. თავისუფლების ხარისხს. სტიუდენტის განაწილება აქვს წილადს t=Yχ2(k)k, სადაც Y სტანდარტული ნორმალური შემთხვევითი სიდიდეა, ხოლო χ2(k)  კი ხი-კვადრატ განაწილების მქონე შემთხვევითი სიდიდე k თავისუფლების ხარისხით. k-ს ზრდასთან ერთად t - განაწილების ფორმა სულ უფრო და უფრო ემსგავსება სტანდარტული ნორმალური განაწილების ფორმას (იხ. ნორმალური განაწილება).

t - განაწილების შესახებ პირველად გამოაქვეყნა ნაშრომები უილიამ სილი გოსეტმა „სტიუდენტის“ ფსევდონიმით. ქვემოთ მოცემულია სტიუდენტის განაწილების სიმკვრივის გრაფიკები სხვადასხვა თავისუფლების ხარისხით.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: