აღმავალი გადამუშავება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Botton-up Processing

გარემოში ხელმისაწვდომ სენსორულ ინფორმაციაზე დაფუძნებული პერცეპტული ანალიზი. ანალიზის შედეგები აღმავალი გზით შეფარებით აბსტრაქტული რეპრეზენტაციებისკენ მიემართება.

საგნის იდენტიფიკაციისას ამჟამად ნანახი წარსულში მიღებულ, მეხსიერებაში შენახულ ცოდნას უნდა შეადაროთ. სენსორული მონაცემების გარემოდან მიღებას და ტვინში გადაგზავნას ამორჩევისა და ანალიზისთვის აღმავალ გადამუშავებას („ქვემოდან ზემოთ“) უწოდებენ. აღმავალი გადამუშვება ემპირიულ რეალობას ეფუძნება და ინფორმაციის მცირე ნაწილებს შეეხება. ის სტიმულის კონკრეტულ ფიზიკურ ნიშნებს აბსტრაქტულ ხატებად გარდაქმნის. ამ ტიპის გადამუშავებას მონაცემებით აღძრულ გადამუშავებასაც უწოდებენ, რადგან იდენტიფიკაციის საწყისი წერტილი გარემოდან მიღებული მონაცემებია.

აღმავალი და დაღმავალი გადამუშავების პროცესების უკვეთ გარჩევის მიზნით, განვიხილოთ მეტყველების აღქმის მაგალით. უთუოდ გექნებოდათ შემთხვევა, როცა ძალიან ხმაურიან წვეულებაზე საუბრის გაგრძლება გიცდიათ. ასეთ სიტუაციაში თქვენ მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვა ერთმნიშვნელოვნად ვერ აღწევს მოსაუბრის ყურამდე. თქვენი ნათქვამის ნაწილს უეჭველად დაფარავს ჩახველება, ხმაურიანი მუსიკა და სიცილი. მიუხედავად ამისა, ადამიანები იშვიათად აცნობიერებენ, რომ ფიზიკურ სიგნალებს ხარვეზებით იღებენ, რადგან ფონემური რეკონსტრუქციას ახდენენ. ფონემური რეკონსტრუქცია მაშინ ხდება, როცა ადამიანები დაღმავალ გადამუშავებას გამოტოვილი ფონემების შესავსებად იყენებენ. მსმენელებს ხშირად უჭირთ განსაზღვრა, ხმაურით ნაწილობრივ გადაფარული სიტყვები ესმით, თუ სიტყვები ესმით ხმაურთან ერთად, რომელიც ზედ ედება მთელ სიგნალს, თუმცა არ ფარავს მას.

დავუშვათ, ხმაურიან წვეულებაზე თქვენი მეგობრის ნათქვამი ისე წყდება, რომ თქვენ ყურამდე მხოლოდ აღწევს: „სახლში უნდა წავიდე (ხმაური) „აღლი“ მყავს გასასეირნებელი“. თუ ხმაური ფარავს ბგერა „ძ“-ს, მოსალოდნელია იფიქროთ, რომ მართლაც სრულად გაიგონეთ სიტყვა „ძაღლი“. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვაქვს ცალკეული ბგერები, რომლებიც სიტყვებს ქმნიან და თავად სიტყვები. როცა ბგერები ა, ღ, ლ და ი შედიან სისტემაში, ისინი აღმავალი გზით, სიტყვის დონეზე გვაწვდიან ინფორმაციას. ამის საფუძველზე გვიყალიბდება ვერსიები, რა შეიძლებოდა ეთქვა მეგობარს. შემდეგ უკვე დაღმავალი პროცესები ერთვება. კონტექსტი გეხმარებათ, არსებული ვერსიებიდან „ძაღლი“ შეარჩიოთ, როგორც ამ ფრაზისთვის ყველაზე შესაფერისი სიტყვა. ვინაიდან ეს ყველაფერი — სავარაუდო სიტყვების აღმავალი იდენტიფიკაცია და ყველაზე ალბათური სწორი ვარიანტის დაღმავალი შერჩევა — საკმაოდ სწრაფად ხდება, თქვენ ვეღარ იგებთ, რომ ბგერა „ძ“ გამოტოვებულია. პერცეპტული სისტემა გარწმუნებთ, რომ სიტყვა დასრულებული იყო.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: