მოსვენების პერიოდი, რომლის დროსაც ახალი ნერვული იმპულსი ვერ წარმოიქმნება აქსონის სეგმენტში.
მას შემდეგ, რაც მოქმედების პოტენციალი აქსონის გარკვეულ უბანს გაივლის, ამ სეგმენტზე რეფრაქტერული პერიოდი ყალიბდება (იხ. სურათი). აბსოლუტური რეფრაქტერული პერიოდის დროს მომდევნო სტიმულაცია, რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ის, ვერ იწვევს მოქმედების პოტენციალის გენერირებას. შეფარდებითი რეფრაქტერული პერიოდის დროს ნეირონი მხოლოდ ნორმალურზე ძლიერი იმპულსის საპასუხოდ განიმუხტება. იმისათვის, რომ ნეირონმა აღიდგინოს ახალი მოქმედების პოტენციალის გენერირების უნარი, ის უნდა „გადაიმუხტოს“ და თავიდან აიცილოს ქვეზღურბლოვანი სტიმულაცია. რეფრაქტერული პერიოდი უზრუმველყოფს მოქმედების პოტენციალის მხოლოდ ერთ მიმართლებით გავრცელებას: მას არ შეუძლია უკან დაბრუნება, რადგან აქსონის წინამდებარე სეგმენტები რეფრაქტერულ მდგომარეობაშია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.