Behavioral Data
ქცევისა და მისი განხორციელების პირობების აღწერა დაკვირვების შედეგად. მაგალითად, ფსიქოლოგი აკვირდება ბავშვის ქცევას თამაშის პროცესში და აღწერს ამა თუ იმ კონკრეტული ქცევის გამოვლენას სიხშირის, ხანგრძლივობისა და ინტენსივობის საზომებით.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: თსუ
კატეგორია: