მწვავე სტრესი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Acute stress

აგზნების გარდამავალი, დროებითი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დაწყებისა და დასრულების ნათლად გამოხატული პატერნებით. სტრესის ყველაზე გავრცელებულ ფორმაა. აღმოცენდება როგორც უახლოესი წარსულის, ასევე უახლოესი მომავლის წინასწარგანჭვრეტილ მოთხოვნებსა და ზეწოლაზე საპასუხოდ. მწვავე სტრესი მცირე დოზებით,  გარკვეულწილად, ინდივიდის მობილიზაციასაც კი შეიძლება უწყობდეს ხელს, მაგრამ ხშირი მწვავე სტრესი გამოფიტვასა და გადაღლილობას იწვევს.

მაგალითად, დილით ადრე რთულ ციცაბო ფერდობზე თხილამურებით სწრაფად დაშვება შეიძლება გამოწვევას წარმოადგენდეს ინდივიდისთვის, იმავე ფერდობზე დაშვება საღამოს გვიან შეიძლება დამღლელი იყოს, მაგრამ ფერდობზე დაშვება, რომელიც ინდივიდის შესაძლებლობებსა და რესურსებს აღემატება, დაცემითა და მოტეხილობით შეიძლება დასრულდეს. ზუსტად ასევე, სტრესმა, რომ  მოკლე დროში ბევრი საქმეა შესასრულებელი, შეიძლება, ფსიქოლოგიური დისტრესი, დაძაბულობა, თავისა და მუცლის ტკივილი და უამრავი სხვა სიმპტომი გამოიწვევიოს.

მწვავე სტრესის სიმპტომთა უმრავლესობა ადამიანებისათვის ცნობილია. არსებობს ვრცელი ჩამონათვალი იმ მოვლენებისა, რომლებიც შეიძლება მწვავე სტრესი სდევდეს თან: ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც თან მანქანის დაზიანება ან ფარის ჩამსხვრევა შეიძლება მოჰყვეს; მნიშვნელოვანი კონტრაქტის გაუქმება; მკაცრად განსაზღვრულ ვადებში რაიმეს შესრულება; შვილების სკოლასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ. იმის გამო, რომ მწვავე სტრესი ხანმოკლეა, არ აქვს ისეთი დამანგრეველი ზეგავლენა, როგორიც ეს ხანგრძლივი სტრესისთვის არის დამახასიათებელი.

მწვავე სტრესის ფართოდ გავრცელებული სიმპტომებია: ემოციური დისტრესი — სტრესისთვის დამახასიათებელი სამი ძირითადი  ემოციის — სიბრაზის ან გაღიზიანების, შფოთვისა და დეპრესიის გარკვეული კომბინაცია; ხშირად თან ახლავს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები, თავისა და ზურგისა ტკივილები; კუჭ-ნაწლავის პრობლემები; სისხლის წნევასთან დაკავშირებული პრობლემები.

მწვევე სტრესს შეიძლება ნემისმიერ ეტაპზე ყველა ადამიანის  ცხოვრებაში მოხდეს. ის მართვადია და ექვემდებარება მკურნალობას. 

***

გამოყენებული ლიტერატურა

http://www.apa.org/research/action/glossary.aspx

https://www.apa.org/helpcenter/stress-kinds.aspx

კატეგორია: 
ავტორები: