ნულოვანი ჰიპოთეზის სამართლიანობის დროს, კრიტერიუმის სტატისტიკის უარყოფის არეში მოხვედრის ალბათობა. ცხადია, რომ ეს ალბათობა ძალიან მცირე უნდა იყოს, როგორც წესი, გამოიყენება 0.1, 0.05 ან 0.01. ამ ალბათობას კრიტერიუმის მნიშვნელოვნობის დონე ეწოდება და მას ასოთი აღნიშნავენ.
მნიშვნელოვნობის დონის ცნება შემოღებული იყო ინგლისელი მეცნიერის ფიშერის მიერ (1925 - 1991).
ფიშერის მაგალითი: ქალბატონი აცხადებს, რომ მას შეუძლია გამოიცნოს რძისა და ჩაის ნარევის ჭიქაში პირველად ჩაი იყო ჩასხმული თუ რძე. თუ ქალბატონს მიართმევენ ორ ჭიქას, რომლებშიც რძე და ჩაი ჩასხმულია სხვადასხვა თანმიმდევრობით, ქალბატონს აქვს სწორი პასუხის მიღების დიდი შანსი (50%). მაგრამ, თუ ექვსი ჭიქიდან სამში ჯერ იქნება ჩახსმული ჩაი და მერე რძე და დანარჩენ სამში პირიქით, სწორი პასუხის შანსია 1/20 = 0.05 (ამ დროს არსებობს ჭიქების განლაგების 20 ვარიანტი, ), რადგან ქალბატონმა სწორად უნდა გამოიცნოს ექვსივე ჭიქაში რა თანმიმდევრობით იყო ჩასხმული ჩაი და რძე.
ნულოვანი ჰიპოთეზაა: ქალბატონს არ აქვს გამოცნობის ნიჭი. ალტერნატიული ჰიპოთეზა: ქალბატონს აქვს გამოცნობის ნიჭი. მნიშვნელოვნობის დონე არის ნულოვანი ჰიპოთეზის უარყოფის ალბათობა, როცა ის სამართლიანია ანუ ქალბატონი სწორედ გამოიცნობს რომელ ჭიქაში პირველად რა იყო ჩასხმული (მაშინ ხდება ნულოვანი ჰიპოთეზის უარყოფა) და, ამავე დროს, მას არა აქვს გამოცნობის ნიჭი (სამართლიანია ნულოვანი ჰიპოთეზა). მნიშვნელოვნობის დონე, ამავე დროს, არის პირველი გვარის დაშვების ალბათობა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა