კლიენტელიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Clientelism

კლასიკური განსაზღვრით, სოციალურ და პოლიტიკურ ფენომენთა ერთობლიობა, რომელიც ემყარება არასიმეტრიული ურთიერთობის ფორმის მქონე ორმხრივი გაცვლის მექანიზმს პატრონსა და კლიენტს შორის. ეს მოვლენა ინსტიტუციონალიზაციას მოკლებული ან სუსტად ინსტიტუციონალიზებული საზოგადოებიდან იღებს სათავეს და, აქედან გამომდინარე, უპირისპირდება თვით ინსტიტუციონალიზმის არსს. კლასიკური სახით კ. ძველ რომში გვხვდება, თვით ტერმინიც პირველად აქ იხსენიება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძველი მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვის საზოგადოებრივი ურთიერთობების ამგვარი ფორმა უცხო იყო. ქალაქ–რესპუბლიკური (დემოკრატიული) სისტემის კრიზისმა რომის რესპუბლიკის არსებობის ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი იმპერიის ეპოქაში, რომში მოქალაქეობის უფლების მქონე ლუმპენიზებული თუ დეკლასირებული ელემენტებისაგან შემდგარი სოციალური ფენა შექმნა. ამ ადამიანებს საარჩევნო ხმის გარდა არაფერი ებადათ და, ბუნებრივია, ეს უკანასკნელი არსებობის ერთადერთ წყაროდ გაიხადეს. რომაულმა არისტოკრატიამ კარგად ისარგებლა ამ სიტუაციით. დაიწყო მოქალაქე–ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვის პროცესი. მიზერული კომპენსაციის (ყოველდღიური სადილები, იაფფასიანი საჩუქრები) სანაცვლოდ არისტოკრატიამ მიიღო საარჩევნო ხმების გარანტირებული მინიმუმი სახელმწიფოს არჩევითი თანამდებობების დასაკავებლად. ზემოთ თქმული არ ნიშნავს იმას, რომ კ. მხოლოდ ეკონომიკურ საფუძველს ემყარებოდა. პოლიტიკური ანარქია და არასტაბილური სიტუაცია აიძულებდა სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მყოფ მოქალაქეებს, ეძებნათ ძლიერი მფარველი. ამრიგად, იქმნებოდა ორმხრივი დაინტერესება. პოტენციური კლიენტი ეძებდა დამცველს, ხოლო პოტენციური პატრონი – კლიენტთა მასას, რომელიც საჭოროების შემთხვევაში თანადგომას გაუწევდა მას თავისი მიზნების განხორციელებისას. საერთოდ, კ–ის დევიზად შეიძლება აღებულ იქნეს ურთიერთდამოკიდებულება და სოლიდარობა. ეს პრინციპი კარგად გამოხატავს ორმხრივი ვალდებულებების სისტემას. ფეოდალიზმმა პატრონ–კლიენტური ურთიერთობების ინსტიტუციონალიზება მოახდინა. ფეოდალური ვასალიტეტი სწორედ კ–ის ძირითად პრინციპს ეფუძნებოდა. ევროპის ბურჟუაზიულმა რევოლუციებმა და კონსტიტუციური სახელმწიფოების წარმოშობამ დიდი როლი ითამაშა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აღნიშნულ ურთიერთობათა გავლენის შემცირების საქმეში. თანამედროვე, ინსტიტუციონალიზებული, სამართლებრივი სახელმწიფო თავის თავზე იღებს მოქალაქეთათვის იმ მფარველობით ფუნქციებს, რომლებიც კლიენტერულ ურთიერთობათა პირობებში პატრონებს ეკისრებოდათ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: