გიდენსის მიხედვით, აღნიშნავს ინდივიდის უნარს „აქციოს“ საგნები (მოვლენები) სიტყვებად. ეს არის მსჯელობის (დასაბუთების), ანუ აქტიურად რეფლექსური ცოდნის დონე, როდესაც ინდივიდს შეუძლია იმის თქმა, თუ რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქმედების წარმომქმნელი მიზეზების გაცნობიერება. აქტიური რეფლექსიის უნარი მობილიზდება მხოლოდ რუტინათა შეწყვეტის ან კრიტიკული მსხვრევის დროს. ეს პროცესი ზოგჯერ წინასწარმეტყველებადია (მაგ., უნივერსიტტის დასრულება ან სამსახურიდან გადადგომა), ხოლო ზოგჯერ რუტინათა შეწყვეტა ხდება გაუფრთხილებლად (მაგ., უმუშევრად დარჩენის ან სერიოზული დაავადების დროს). ამ დროს აქტორები საკუთარი ძალების მობილიზებას ახდენენ და პრობლემების გადასაჭრელად აზროვნებას მიმარავენ, რაც ანელებს დაძაბულობას და, საბოლოო ჯამში, სოციალური ცვლილებები მოაქვს. გიდენსი აღიარებს პასიური რეფლექსურობის არსებობასასც, რომელიც პრაქტიკული ცნობიერების დონეზე ხორციელდება (იხ. პრაქტიკული ცნობიერება; არაცნობიერი მოტივაცია).
დისკურსული ცნობიერება
Discursive Consciousness
კატეგორია: