Deportation
პირის იძულებითი გასახლება, გაძევება სხვა სახელმწიფოში. იგი ძირითადად გამოიყენება უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ, რომლებმაც უკანონოდ გადმოლახეს სახელმწიფო საზღვარი. თუმცა, ბოლო წლებში დ–ს არცთუ იშვიათად ფართო მასშტაბით და აშკარად დანაშაულებრივად იყენებდნენ და იყენებენ ზოგიერთ სახელმწიფოთა ტოტალიტარული რეჟიმები, მეტადრე კი აგრესიული სეპარატისტები, რომლებმაც არაერთი რეგიონიდან დიდძალი მოსახლეობა გამოაძევეს ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით. (იხ. გენოციდი, ეთნიკური წმენდა).
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: