ბიპოლარულობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Bipolarity

ტერმინი დაკავშირებულია ცივი ომის პერიოდიდან, როცა საერთაშორისო სისტემის სტრუქტურაში ორი აშკარა პოლუსი - ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი იყო გამოკვეთილი. თითოეულ მათგანს ჰყავდა მთელი ჯგუფი სატელიტი სახელმწიფოებისა, რომლებიც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და იდეოლოგიურად ამ ორ სახელმწიფოზე იყვნენ დამოკიდებული. აღნიშნული ორი ბლოკის ურთიერთდაპირისპირება განსაზღვრავდა კიდეც სისტემის ხასიათს. ბიპოლარული სისტემა გულისხმობს ძალთა გარკვეულ განაწილებას პოლუსებს შორის, მაგრამ იგი არ წარმოადგენს ძალთა წონასწორობის სისტემას. ბ. შეიძლება იყოს ხისტი და რბილი. ხისტი ბიპოლარული სისტემის დროს კი სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი რიცხვი არ შედის არც ერთ და არც მეორე ბლოკში და საერთაშორისო სისტემაში ცალკეა წარმოდგენილი (საერთაშორისო სისტემა 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან ცივი ომის დამთავრებამდე) (შდრ. უნიპოლარიზმი).

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: