Accommodation
პროცესი, რომლის დროსაც კონფლიქტში მონაწილე აქტორები თანხმდებიან, აღიარონ მეორე მხარის ზოგიერთი მოთხოვნა ისე, რომ არ დათმონ საკუთარი საბაზისო ინტერესები. კონფლიქტის წყარო არ არის აღმოფხვრილი, მაგრამ აგრესია, რომელიც კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს, შესუსტებულია. ა. თავისებური „შუალედური გზაა“ კონფრონტაციასა და ჰარმონიას შორის.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: