სანდოობის დადგენის ერთ-ერთი მეთოდი, რომლის დროსაც ტესტის ეკვივალენტური ნახევრების შესრულებაში მიღებული ქულები დარდება ერთმანეთს. შინაგანი შეთანხმებულობის საჩვენებლად ტესტების ან ინსტრუმენტების მიწოდება შუაზე გახლეჩვის მეთოდის გამოყენებით მხოლოდ ერთხელ და რესპონდენტების ერთი ჯგუფისთვის არის საჭირო.
სანდოობის ეს ტიპი უშვებს, რომ შესაძლებელია ჩასატარებელი ტესტის ორ, თანაბარი ძალის მქონე ნახევრად გახლეჩვა. ბევრ ტესტს აქვს სირთულის გრადაცია ან განსხვავებული შინაარსის დებულებები თითოეულ ნახევარში. თუ ეს ასეა, მაშინ მკვლევარს, ტესტის შუაზე გახლეჩვის ნაცვლად, შეუძლია, პირველი ათი დებულება ერთ ნახევარში გააერთიანოს და მეორე ათი (11-დან 20-ის ჩათვლით) — მეორე ნახევარში; ლუწი რიგითი ნომრის მქონე დებულებები ერთ ჯგუფს მისცეს და კენტები — მეორეს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ორი ნახევარი ერთმანეთს თანხვდებოდეს შინაარსისა და სირთულის კუმულაციის ხარისხით (Cohen, et. al., 2007).
შუაზე გახლეჩვის სანდროობა გულისხმობს ერთი ტესტის დებულებების ორ ჯგუფად გაყოფას, თითოეული ნახევრის ჯამული ქულის ცალკე დათვლას და შემდეგ რესპონდენტებში ამ ქულებს შორის კორელაციის ნახვას. თუმცა, ცხადია, ამ შემთხვევაში სანდოობის კოეფიციენტს მხოლოდ ნახევარი ტესტისთვის ვიღებთ და არა — მთლიანისთვის. ვეყრდნობით რა შემთხვევითი შეცდომის შესახებ დაშვებას, ვიცი, რომ რაც მეტი დებულებაა ტესტში, მით მეტია ალბათობა, რომ მისი სანდოობს მაჩვენებელი მაღალი იქნება. სრული ტესტის სანდოობის შესაფასებლად შუაზე გახლეჩვის მეთოდით გამოთვლილი სანდოობის კოეფიციენტის კორექტირება უნდა მოვახდინოთ, რასაც სპირმენ-ბრაუნის პროგნოზის ფორმულა ეწოდება.
ვთქვათ, ტესტი სტუდენტების ჯგუფს უნდა ჩავუტაროთ. ამ შემთხვევაში ტესტის დებულებები იყოფა შუაზე ისე, რომ თითოეულ ნახევარში თანაბარი სირთულისა და/ან შინაარსის მქონე დებულებები მოხვდეს. თითოეული ნახევარი დამოუკიდებლად ფასდება. თუ ტესტმა შუაზე გახლეჩვის სანდოობა უნდა აჩვენოს, მაშინ თითოეულ ნახევარში მიღებული შეფასებები ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა კორელირებდეს. ნებისმიერი სტუდენტის მიერ ერთ ნახევარში მიღებული შეფასება უნდა შეესატყვისებოდეს მის მიერ მეორე ნახევარში მიღებულ შეფასებას. ამის გამოთვლა სპირმენ-ბრაუნის ფორმულით არის შესაძლებელი:
სანდოობა=
სადაც r ინსტრუმენტის ნახევრებს შორის რეალურად არსებული კორელაციაა. ამ ფორმულისთვის საჭიროა კორელაციის კოეფიციენტის გამოთვლა, მაგალითად, სპირმენის რანგული კორელაციის, ან პირსონის შერეული მომენტის კორელაციის კოეფიციენტის.
ვთქვათ, სპირმენ-ბრაუნის ფორმულას ვიყენებთ და გვაქვს კორელაციის კოეფიციენტი 0.85. ამ შემთხვევაში სანდოობის ფორმულა ასეთ სახეს მიიღებს:
სანდოობა=
იმის გათვალისწინებით, რომ კოეფიციენტის მაქსიმალური მნიშვნელობა 1.00-ია, ვხედავთ, რომ ამ ინსტრუმენტის სანდოობა, გამოთვლილი შუაზე გახლეჩვის სანდოობისთვის, ძალიან მაღალია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Cohen, L., Manion, L., Morrison, K. (2007). Research Methods in Education. London, New York: Routledge.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. VII.