ჯგუფშიდა სქემა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Within-subject Design

კვლევის სქემა, რომელშიც კვლევის თითოეული მონაწილე საკუთარი თავის კონტროლია. ექსპერიმენტულ პირობაში მონაწილის ქცევას ექსპერიმენტულ ჩარევამდე ან მის შემდეგ მისსავე ქცევას ვადარებთ.

ბევრი ექსპერიმენტატორი ფსიქოლოგი ჯგუფშიდა ანუ ერთი ჯგუფის სქემას ანიჭებს უპირატესობას, ჯგუფთაშორის სქემასთან შედარებით. აქ თითოეულ მონაწილეს საკუთარ თავთანადარებენ და ნებისმიერი განსხვავება ექსპერიმენტულ ჩარევამდე ან მის შემდეგ ვერ მიეწერება ორ ჯგუფში გაერთიანებული ადამიანებს შორის განსხვავებას, ისე როგორც ეს ჯგუფთაშორის სქემაში შეიძლება მოხდეს.

ჯგუფშიდა სქემის მაგალითია A-B-A სქემა, როცა კვლევის მონაწილეები ჯერ საფუძვლის პირობაში ხვდებიან (A), შემდეგ ექსპერიმენტული ჩარევის პირობაში (B) და შედეგ ისევ საფუძვლის პირობას (A) უბრუნდებიან, რაც მკვლევარს საშუალებას აძლევს, საბოლოოდ დარწმუნდეს,რომ ცვლილება მხოლოდ მისი ჩარევისდა არა — რომელიმე დამატებითი ცვლადის, მაგალითად, დროის გასვლის, შედეგია.

ამ სქემას თავისი სუსტი მხარეებიც აქვს. კვლევის მონაწილეებმა შეიძლება დაისწავლონ და დაიმახსოვრონ პირველ ცდაზე შესრულებული ამოცანები და მსგავსი დავალებები უკეთ შეასრულონ მეორე ცდის დროს. ან, შესაძლებელია, მობეზრდეთ და მოყირჭდეთ ან გადაიღალონ კვლევაში მონაწილეობით და ამის გამო, აჩვენონ უარესი შედეგები. ამორივე შესაძლებლობას ზოგადი პრაქტიკის ეფექტებს უწოდებენ. დასწავლის ან მოყირჭების ეფექტის გასანეიტრალებლად მკვლევრები კონტრდაბალანსების მეთოდს იყენებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ექსპერიმენტატორი შემთხვევითად ცვლის სტიმულების მიწოდების თანმიმდევრობას. მან შეიძლება გამოიყენოს შემთხვევით რიცხვების ცხილი, კენჭის ყრა ან კომპიუტერულად გენერირებული თანმიმდევრობა. მიუხედავად იმისა, რომ რანდომიზაციით ექსპერიმენტული ჩარევების კონტდაბალანსება, საბოლოო ჯამში, ეკვივალენტური თანმიმდევრობების გენერირებას ახდენს, ნაკლებად ალბათურია, რომ ასეთ პროცედურა მართებული იყოს, როდესაც ერთი ან ორი (მცირე რაოდენობის) ექსპერიმენტული პირობა აქვს მკვლევარს. ექსპერიმენტთა უმრავლესობაში კვლევის მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპერიმენტული ჩარევის პირობების რაოდენობას. ასე რომ, რანდომიზაცია კარგი ტექნიკაა კვლევის მონაწილეების სხვადასხვა პირობაში ჩასაყენებლად.

სრული კონტრბალანსირების გამოყენებით ექსპერიმენტატორი ექსპერიმენტული პირობების ყველა შესაძლო თანმიმდევრობას იყენებს. მაგალთად, ორი ექსპერიმენტული პირობის შემთხევაში ორი თანმიმდევრობა გვექნება, ოთხი პირობის შემთხვევაში კი — უკვე 24 განსხვავებული თანმიმდევრობა. ამრიგად, დამოუკიდებელი ცვლადის დონეების რაოდენობის მატებასთან ერთად, სრული კონტრდაბალანსების ტექნიკის გამოყენება არაპრაქტიკუილი ხდება. კონტრბალანსირება არ აბათილებს თანმიმდევრობის ეფექტებს. ის ექსპერიმენტატორს თანმიმდევრობის შესაძლო ეფექტების შეფასების საშუალებას აძლევს. თუ ასეთი ეფექტი სახეზეა და, განსაკუთრებით, თუ ეს ეფექტი სხვა, უფრო მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ცვლადებთან ურთიერთქმედებს, მაშინ კვლევის სქემის კორექტირების საჭიროება ჩნდება. ექსპერიმენტატორმა, შესაძლოა, ექსპერიმენტის გამეორების გადაწყვეტილება მიიღოს ჯგუფთაშორისი სქემის გამოყენებით, რათა თავიდან აირიდოს თანმიმდევრობის ეფექტები.

დიფერენციალური გადატანის ეფექტი უფრო სერიოზულ პრობლემას უქმნის კვლევას, ვიდრე ზოგადი პრაქტიკის ეფექტები. ამ შემთხვევაში ექსპერიმენტის საწყისი ნაწილი შემდგომ ნაწილზე ზემოქმედებს. ამასთან, ეს ზემოქმედება იმის მიხედვით იცვლება, ჯერ რომელი პირობა წარედგინებათ კვლევის მონაწილეებს. ეს ეფექტიც, მეტ-ნაკლებად, კონტრბალანსირებით შეიძლება შემცირდეს, მაგრამ სრულად ვერ აღმოიფხვრება. ამასთან, დამატებით შესაძლებელია ჯგუფთაშორისი სქემის გამოყენება ან ორ გაზომვის დროში საკმარისად დაშორება ერთმანეთსგან.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Kantowitz, B. H., Roedifer, H. L. III, ELmes, D. G. (2009). Experimental Psychology, 9th ed. Warsworth Cengage Learning.

კატეგორია: 
ავტორები: