სუფრაჟიზმი ინგლისური სიტყვა suffrage-დან მომდინარეობს, რაც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ნიშნავს. იმ ქვეყნებშიც, რომლებშიც შედარებით ადრე დაიწყო ხელისუფლების დემოკრატიული გზით არჩევის პრაქტიკა, ქალებს დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, სუფრაჟიზმი ეწოდა ქალთა მოძრაობას, რომლის მიზანიც ქალებისათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭება და თანაბარი სამოქალაქო უფლებები იყო.
ქალთა სუფრაჟისტული მოძრაობა საფრანგეთში მე-18 საუკუნის 80-90-იან წლებში, საფრანგეთის რეოლუციის პერიოდში ჩამოყალიბდა. იმ პერიოდში ფრანგი მწერალი ოლემპ დე გუჟი მოითხოვდა ქალთათვის ნაციონალურ არჩევნებში საარჩევნო ხმის უფლების მინიჭებას, თუმცა, მისმა მოთხოვნამ იმ პერიოდში შედეგი არ გამოიღო.
აშშ-ში სუფრაჟისტულ მოძრაობას მე-17 საუკუნის 40-ან წლებში ჩეყარა საფუძველი და მისი ფუძემდებლები იყვნენ ელიზაბეტ კედი სტენტონი და ლუკრეცია მოტი.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს რამოდენიმე შტატში ქალებს ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, სუფრაჟისტულმა მოძრაობამ პირველ მნიშვნელოვან გამარჯვებას 1893 წელს მიაღწია, როდესაც ახალ ზელანდიაში ზრდასრულ ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება კონსტიტუციურად მიენიჭათ.
პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა 1906 წელს, იყო ფინეთი, საქართველოში ქალებმა ეს უფლება 1918 წელს მიიღეს.
1948 წელს გაეროს მიერ მიღებულ „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში“ შევიდა მუხლი, რომელიც ამტკიცებს, ყველას, განურჩევლად სქესისა, აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.
იხილეთ, აგრეთვე: ფემინიზმის პირველი ტალღა, ოლიმპ დე გუჟი
***
გამოყენებული ლიტერატურა:
DuBois E. C. (1998). Woman Suffrage and Women's Rights. NYU Press. pp. 174-6.
Ramirez F.O., Soysal Y., Shanahan S. (1997) The Changing Logic of Political Citizenship: Cross-National Acquisition of Women's Suffrage Rights, 1890 to 1990, Review, Vol. 62, No. 5 pp. 735-745.