ოლიმპ დე გუჟი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Olympe de Geouge

ოლიმპ დე გუჟი (1748-1793) ფრანგი დრამატურგი და აქტივისტი იყო, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ქალების პოლიტიკური უფლებების მოთხოვნით. ის აქტიურად მონაწილეობდა მონათმფლობელობის წინააღმდეგ კამპანიებშიც. იყო „ჭეშმარიტების მეგობართა საზოგადოების“ წევრი, რომლის მიზანიც ქალებისათვის თანასწორი პოლიტიკური და სამართლებრივი უფლებების მოპოვება იყო. თავის პიესებსა და პოლიტიკურ პამფლეტებში დე გუჟი ეხებოდა მონობის, შავკანიანი ადამიანებით ვაჭრობის, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის, თავისუფალი სიყვარულის საკითხებს.

დე გუჟის ყველაზე ცნობილი ტექსტია „ქალისა და ქალი მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“, რომელიც 1791 წელს დაწერა საფრანგეთის კონსტიტუციის მიღების საპასუხოდ. ეს სათაური თავისებური პარაფრაზია „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციისა“, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის ფუძემდებლური ტექსტი იყო. ის მოსახლეობას აქტიურ და პასიურ მოქალაქეებად ყოფდა და პოლიტიკური უფლების გარეშე ტოვებდა ქალებს, მონებს, უცხოელებს. დე გუჟი თავის „დეკლარაციაში“ მოითხოვდა სქესთა სრულ თანასწორუფლებიანობას, სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობას გოგონებისთვის, დასაქმების ფართო შესაძლებლობებს ქალებისთვის და სხვ. ის, ასევე, მოითხოვდა ქალთა გენერალური ასამბლეის დაარსებას და ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა: „თუ ქალს ეშაფოტზე ასვლის უფლება აქვს, მას ტრიბუნაზე ასვლის უფლებაც უნდა ჰქონდეს“. ოლიმპ დე გუჟს გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი იაკობინური ტერორის პერიოდში.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

საბედაშვილი, თ. (2006). ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები (სოციალურ მეცნიერებათა სერია). თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

კატეგორია: 
ავტორები: