სოციალური კონსტრუქტივიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Social Constructivism

სოციალური კონსტრუქტივიზმი არის თეორიული მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს სამყაროში არსებული და გაზიარებული ცოდნისა და მნიშვნელობების კონსტრუირების პროცესების კვლევას. სოციალური კონსტრუქტივიზმისათვის მნიშვნელოვანია ენისა და სოციალური  კატეგორიების ანალიზი იმის ასახსნელად, როგორ ახდენს მოცემულობად მიღებული კატეგორიები ზეგავლენას ჩვენს გამოცდილებებზე და მოვლენების „ბუნებრივად“, „უნივერსალურად“ და „უცვლელად“ აღქმაზე. შესაბამისად, სოციალური კონსტრუქტივიზმი „პოზიტივიზმისა“ და „ესენციალიზმის“ საწინააღმდეგო მიდგომაა.

სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორია, რომელიც სოციოლოგების ბერგერისა და ლუკმანის შრომებიდან იღებს სათავეს, მნიშვნელოვან როლს არსულებს ფემინისტურ თეორიებსა და მეცნიერებაში.  შეგვიძლია გამოვარჩიოთ სოციალური კონსტრუქტივიზმის ე.წ. „რბილი“ და „ძლიერი“ მოდელები. „რბილი“ ფორმა პოპულარულია სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში; მის თანახმად, ინდივიდთა გაგებისათვის აუცილებელია სოციალური, ისტორიული თუ კულტურული კონტექსტების გათვალისწინება. „ძლიერი“ კონსტრუქტივიზმი კი თავად სოციალური მეცნიერების ძირითად კატეგორიებსა და ცნებებს აყენებს ეჭვქვეშ. მისთვის „ინდივიდის“, „ემოციების“, „სქესისა“ თუ „გენდერის“ ცნებები სოციალური კონსტრუქტებია და არა ბუნებრივი მოცემულობები. სოციალური კონსტრუქტივიზმის ე. წ. „რბილი“ ფორმა ხშირად გვხვდება ფემინისტურ თეორიებში, სადაც „გენდერი“ განცალკევებულია ბუნებრივი „სქესისაგან“.

ფემინისტური თეორიები კი, რომლებიც სოციალური კონსტრუქტივიზმის ე. წ. „ძლიერ“ ფორმას ეფუძნებიან, ეჭვქვეშ აყენებენ თავად „ბიოლოგიური სქესის“ კატეგორიას, მათთვის სქესიცა და გენდერიც სოციალურად არის კონსტრუირებული. ისინი სამყაროს აღქმის იდეოლოგიური მექანიზმებია. ზოგიერთი სოციალურ-კონსტრუქტივისტული ფემინისტური თეორიის მიხედვით, სქესის გააზრების ორსქესიანი მოდელი მე-18 საუკუნის მეცნიერული ფენომენია, რომლის გაჩენამდეც სქესის ერთსქესიანი მოდელი იყო დომინანტური, სადაც ქალის სხეული კაცის სხეულის ერთგვარ (ნაკლებად ღირებულ) ნაირსახეობად მიიჩნეოდა. ორსქესიან მოდელს ეჭვქვეშ აყენებენ ინტერსექსუალობის საკითხთა მკვლევრებიც. მათი აზრით, იმის ნაცვლად, რომ ინტერსექს ადამიანთა არსებობის აღიარების საფუძველზე ეჭვქვეშ დააყენონ სამყაროს აღქმის ორსქესიანი მოდელის ჭეშმარიტება, თანამედროვე მეცნიერები ცდილობენ, ქირურგიული ჩარევის მეშვეობით ინტერსექსთა სხეულები სოციალურ მოდელს მოარგონ. სოციალური კონსტრუქტივიზმი ეჭვქვეშ აყენებს ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსექსუალობის კატეგორიების ბუნებრიობასაც და მათ დასავლური კულტურისთვის დამახასიათებელ თანამედროვე სოციალურ კატეგორიებად მიიჩნევს.

სოციალური კონსტრუქტივისტი ფემინისტების აზრით, სქესის, გენდერისა და სექსუალობის ესენციალისტური თეორიები სოციალურ კატეგორიებს „სინამდვილედ“ წარმოაჩენენ და ამით არსებული უსამართლო და იერარქიული სოციალური წესრიგის ბუნებრივად წარმოჩენას უწყობენ ხელს.

სოციალურ კონსტრუქტივიზმს ხშირად აკტირიკებენ იმის გამო, რომ ის ძირს უთხრის ისეთ ცნებებს, როგორიცაა „პატრიარქატი“ ან „ქალი“ და ართულებს ჩაგრული სოციალური ჯგუფების მიერ თავიანთი სოციალური მოთხოვნების წამოყენებას. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში, იდენტობა, 2013 წ.

Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege, 2000.

კატეგორია: 
ავტორები: