ძილის აპნოე

Sleep Apnea

ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევები, რომლებიც აიძულებს ადამიანს, რომ ძილის დროს სუნთქვა შეწყვიტოს. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის ისეთი პერიოდი, რომელიც 10 წამის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება.

DSM-5-ში ძილის აპნოეს ნაირსახეობები გაერთიანებულია ცალკე დიაგნოსტიკურ კატეგორიაში, რომელსაც სუნთქვასთან დაკავშირებულ ძილის აშლილობები ეწოდება. ამ კატეგორიაში სამი დამოუკიდებელი აშლილობა ერთიანდება: ობსტრუქციული ძილის აპნოე ჰიპოპნეა, ცენტრალური ძილის აპნოე და ძილთან დაკავშირებული ჰიპოვენტილაცია.

ცენტრალური ძილის აპნოეს დროს წყდება როგორც ჰაერის ნაკადი მიღება, ისე — სასუნთქი მოძრაობებიც (მუცლით და მკერდით) და კვლავ ახლდება აქტივაციის ანუ გაღვიძების რეაქციის შედეგად.

ობსტრუქციული აპნოეს დროს წყდება ჰაერის ნაკადის მოდინება, თუმცა სასუნთქი მოქმედებები აპნოეს შეტევის დროს კიდევ უფრო ძლიერდება, მუცლის და მკერდის კუნთების მოქმედება უკიდურესად იძაბება, რათა ჰაერის ნაკადის გატარება მოხდეს. ეს ეპიზოდიც გამოღვიძებით სრულდება.

როდესაც სუნთქვის ასეთი შეწყვეტა ხდება, სისხლში მცირდება ჟანგბადის რაოდენობა და გამომუშავდება დამხმარე (სასიგნალო) ჰორმონები, რაც, თავის მხრივ, აიძულებს ადამიანს, რომ გაიღვიძოს და განაახლოს სუნთქვა. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობასთან იშვიათად გვხვდება აპნოეს ასეთი ღამის ეპიზოდები, ძილის აპნოეთი დაავადებულ ზოგიერთ ადამიანთან ასამდე ასეთი ციკლი მეორდება ყოველი ღამის განმავლობაში. აპნოეს ეპიზოდი ზოგჯერ აშინებს მძინარე ადამიანს, თუმცა, ხშირად ეს ეპიზოდი იმდენად ხანმოკლეა, რომ იგი ვერ აკავშირებს მოჭარბებულ ძილიანობას ამ ეპიზოდებთან. მაგალითისათვის განვიხილოთ ცნობილი ფსიქოლოგის შემთხვევა, რომელსაც გამოუვლენელი ძილის აპნოეს შედეგად არ შეეძლო ღვიძილის მდგომარეობაში ყოფილიყო ლექციებისა და მეცნიერული შეხვედრების დროს. როდესაც მას მეუღლემ აცნობა ღამის დარღვეული ქცევის შესახებ, მან მიმართა ძილის დარღვევების კლინიკას, სადაც წარმატებით იმკურნალა და გადაირჩინა კარიერა. სხვა ანალოგიურ შემთხვევებში ადამიანები კარგავენ სამუშაოს, მეგობრებს და ზოგჯერ მეუღლეებსაც კი, რადგანაც მათი ქცევა დღის განმავლობაში ძალზე დარღვეულია ღამის პერიოდის დარღვევის გამო. ძილის დროს აპნოე ხშირია ნაადრევად დაბადებულ/დღენაკლულ ახალშობილებშიც, რომლებიც ხანდახან სუნთქვის განახლებისათვის ფიზიკურ სტიმულირებას საჭიროებენ. სრულად ჩამოყალიბებული სასუნთქი სისტემის არქონის გამო ასეთ ჩვილებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მონიტორზე აერთებენ იმდენი ხნით, რამდენ ხანსაც გრძელდება პრობლემები.

ობსტრუქციული ძილის აპნოე ჰიპოპნეა ყველაზე გავრცელებული სუნთქვასთან დაკავშირებული აშილობაა. ის ძილის დროს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციით (აპნოეთი და ჰიპოაპნოეთი) ხასიათდება. აპნოე ჰაერის მიწოდების სრულ შეკავებას აღნიშნავს, ხოლო ჰიპოპნეა — ჰაერის ნაკადის მიწოდების შემცირებას. თითოეული აპნოე ან ჰიპოპნეა, სულ მცირე, 10 წამს გრძელდება მოზრდილებში (ან ორი ჩატოებული ამოსუნთქვა ბავშვებში) და, როგორც წესი, ჟანგბადის დონის შემცველობის 3%-ით ან მეტით და ელექტროენცეფალოგრამაზე პიკებით გამოიხატება. ობსტრუქციული ძილის აპნოეს უკიდურესი სიმტომებია ღვრინვა და დღის ძილიანობა.

ცენტრალური ძილის აპნოე ძილის დროს აპნოესა და ჰიპოპნეას განმეორებითი ეპიზოდებით ხასიათდება და სუნთქვაში ცვალებადობას იწვევს. ეს არის სუნთქვის და ვენტილაციის კონტროლის აშლილობები, რომელშიც ინდივიდი წყვეტილად ან პერიოდულად სუნთქავს. ცენტრალური ძილის აპნოეს ორი ტიპი არსებობს: (ა) იდიოპათური ცენტრალური ძილის აპნოე, რომელიც ძილიანობით ინსომნიითა და ქოშინის გამო გაღვიძებით ხასიათდება, რომელსაც ძილის ერთი საათის განმავლობაში ხუთ ან მეტი ცენტრალური აპნოე ახლავს თან. (ბ) ჩეინი-სტოკის (Cheyne-Stokes) სუნთქვა არის სუნთქვის პატერნი, რომელიც გულის პრობლემების მქონე ადამიანებთან გვხვდება და სუნთვისას ხმამაღალი და ჩუმი სუნთქვის მონაცვლეობით მიმდინარეობს.ამასთან, ერთსაათიანი ძილის დროს, სულ მცირე, ხუთი აპნოედა ჰიპოპნეა უნდა აღინიშნებოდეს.

ძილთან დაკავშირებული ჰიპერვენტილაცია სამედდიცინო ან ნეირობიოლოგიური დარღვევების, მედიკამენტების გამოყენების ან ნივთიერებებზე დამოკიდებულების აშილობისგან დამოუკიდებლად ან, უფრო ხშირად, მათთან კომორბიდში გვხვდება. ამ აშლილობის მქონე ინდივიდები ინსომნიას ან ძილიანობას შეიძლება უჩიოდნენ. ხშირია გაღვიძებისას თავის ტკივილი. ძლის დროს შეინიშნება ზედაპირული სუნთქვის ეპიზოდები. შესაძლებელია, პარალელურად აღნიშნებოდეს ობსტრუქციული ძლის აპნოე ჰიპოპნეითანცენტრალური ძლის აპნოე. ვენტილაციის უკმარისობის შედეგად შეიძება განვითარდეს ფილტვების ჰიპერტნზია, პოლიცითემია დანეიროკოგნიტური დისფუნქცია. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.

კატეგორია: 
ავტორები: