პირობითი განმტკიცება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Reinforcement Contingency

მყარი კავშირი რეაქციასა და გარემოს იმ ცვლილებებს შორის, რომელსაც ეს რეაქცია იწვევს.

მაგალითად, წარმოვიდგინოთ ექსპერიმენტი, რომელშიც მტრედის მიერ ფირფიტის კენკვას (რეაქცია) მოჰყვება მარცვლების მიწოდება (შესაბამისი ცვლილება გარემოში). ეს მყარი კავშირი ანუ პირობითი განმტკიცება, ჩვეულებრივ, იწვევს კენკვის ინტენსივობის გაზრდას. იმისათვის, რომ გავზარდოთ მხოლოდ კენკვის ქცევის სიხშირე, მარცვლები უნდა მივაწოდოთ მხოლოდ კენკვის შემდეგ. მიწოდება უნდა მოხდეს მკაცრად კენკვის განსაზღვრული პერიოდის შემდეგ და არა თავის მიტრიალებისა და დახრის ქცევების შემდეგ. სკინერის შრომაზე დაყრდნობით, თანამედროვე ბიჰევიორალური ანალიზი ცდილობს, ქცევა ახსნას პირობითი განმტკიცების კონტექსტში.

პირობითი განმტკიცება შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი. დადებითი განმტკიცებაა, როცა ქცევას სასარგებლო, სასურველი სტიმული მოჰყვება, ხოლო უარყოფითი განმტკიცების შემთხვევაში ქცევას მოსდვს არასასურველი, ავერსიული სტიმულის ჩამოშორება. როგორც დადებითი, ისე უარყოფითი განმტკიცება ზრდის სამიზნე ქცევის მომავალში განხორციელების ალბათობას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: