ფსიქოლოგიური დამოკიდებულება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Psychological Dependence

ნარკოტიკის მიღების საჭიროება და სურვილი. ფართო განსაზღვრებით, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ეს არის ქცევითი ტენდენცია, რომელიც უბიძგებს ადამიანს, მოიხმაროს ნარკოტიკი, რათა მიიღოს ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული განცდები.

დამოკიდებულებას ხშირად თან ახლავს ნივთიერების მიღების ძლიერი სურვილი. ამგვარი სიტუაცია კლინიკურ მდგომარეობად მაშინ იქცევა, როდესაც ნარკოტიკის მოპოვება და მიღება კომპულსიური ხდება და ხელს უშლის ადამიანს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს სახლი, სამსახური თუ სხვა. აგრეთვე, კლინიკურად მნიშვნელოვან დონეს აღწევს მაშინ, თუკი მიიუხედავად მოხმარებისგან მიღებული ნეგატიური შედეგებისა, ადამიანი მაინც არ წყვეტს მოხმარებას.

დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის მე-5 გამოცემაში (DSM -5) ცალ-ცალკე არის გამოყოფილი ფსიქოაქტიური ნივთირებების მოხმარების აშლილობა (რომელიც უარყოფითი შედეგების მიუხედავად, განმეორებადი, კომპულსიური მოხმარებით ხასიათდება) და წამალდამოკიდებულების აშლილობა (ტოლერანტობა ნარკოტიკებისადმი და დისტანცირებულობისა და გარიყულობის ნიშნები). მას შემდეგ, რაც ადამიანი წამალდამოკიდებული ხდება, მისი ცხოვრების სტილი მნიშვნელოვნად იცვლება და, ძირითადად, ნარკოტიკების მოპოვებისა და მოხმარების გარშემო არის ფოკუსირებული. ასევე ხშირად, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, ნარკოტიკის საშოვნელად ანტისოციალური ქცევების ჩადენა უწევთ  - ქურდობა, ყაჩაღობა, პროსტიტუცია და ა.შ.

აგრეთვე, მნიშვნელოვან პრობელმად რჩება ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თანმხლები მოვლენა ნარკოდამოკიდებულებისა - ჰიპოდერმული ნემსების საზიარო მოხმარება და მის შედეგად აღმოცნებული გადამდები სასიკვდილო დაავადებები. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1.

კატეგორია: 
ავტორები: