ფსიქიკური დეტერმინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Psychic Determinism

ფსიქიკური დეტერმინიზმი არის დაშვება იმის თაობაზე, რომ ფსიქიკური და ქცევითი რეაქციები ადრინდელი გამოცდილებით არის განსაზღვრული. ფსიქიკური დეტერმინიზმის რწმენამ ფროიდი მიიყვანა იქამდე, რომ განსაკუთრებით გამოეყო არაცნობიერი - ცნობიერებისთვის ხელმიუწვდომელი ინფორმაციის საცავი. ფროიდი დარწმუნებული იყო, რომ ქცევა შემთხვევით არ აღმოცენდება და გარკვეულ მიზანს ემსახურება. ყველაზე უმნიშვნელო და აზრსმოკლებული ქცევებიც კი ფსიქიკური დეტერმინიზმით არის გამოწვეული. ფროიდი მიიჩნევდა, რომ ისეთი ყოველდღიური მოვლენები, როგორებიცაა, მაგალითად, წამოცდენა, ხუმრობა ან სიზმრები - ფსიქიკური დეტერმინიზმის გამოვლინებაა. ინდივიდები შეიძლება მოქმედებდნენ მიზეზის ცოდნის გარეშე ან მოქმედების ჭეშმარიტი მიზეზის წვდომის შესაძლებლობის გარეშე, მაგრამ ეს არ გამოირცხავს იმ ფაქტს, რომ ქცევა დეტერმინირებულია.

მაგალითად, თუ მანქანით მგზავრობისას შესახვევს გაცდით - ეს შესაძლოა, თქვენს არაცნობიერ სურვილს გამოხატავდეს, თავიდან აირიდოთ გარკვეული მოვლენა თუ სუბიექტი. ფსიქიკური დეტერმინიზმი გამორიცხავს, რომ ქცევა შეიძლება შემთხვევით აღმოცენდეს. ინდივიდში არსებული იმპულსები, რომლებიც მისთვის მიუღებელია, მაინც ცდილობენ გამოხატვის გზის პოვნას და ზოგიერთ შემთხვევაში ფროიდისეული მცდარი ქმედება - საუბარი ან ქცევა გასცემს არაცნობიერ სურვილს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Carducci, B.j. (2009) The Psychology of Personality, Blackwell Publishing

კატეგორია: 
ავტორები: