პროსტიტუცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Prostitution

პროსტიტუცია არის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს სქესობრივ ურთიერთობას გადასახადის ან სხვა სახის სარგებლის სანაცვლოდ. ადამიანს, რომელიც პროსტიტუციას ეწევა, სექსმუშაკი ეწოდება. სექსმუშაკები ტიპურად  ახალგაზრდა, ეკონომიუკრად დაბალ საფეხურზე მდგომი მდედრობითი სქესის წარმომადგენელნი არიან, ხოლო კლიენტები – ზრდასრული, ეკონომიკურად დამოუკიდებელი მამაკაცები. კლიენტსა და სექსმუშაკს შორის ზემოთ აღნიშნული სხვაობისა და სამუშაოს საბაზრო ნორმების განუსაზღვრელობის გამო, ზოგიერთი ფემინისტი თეორეტიკოსი  პროსტიტუციას სექსუალური და ეკონომიკური ექსპლუატაციის ფორმად მიიჩნევს.  ისინი თვლიან, რომ პროსტიტუცია  პატრიარქატისა და კაპიტალიზმის პროდუქტია და არა - გარდაუვალი ფენომენი, რომელიც მამაკაცის „ბუნებრივი“ სექსუალური სურვილით და ქალის თანდაყოლილი დაქვემდებარებულობით არის გამოწვეული. მათი თქმით, ქალები იძულებულნი არიან, თავიანთი თავი მამაკაცებს სექსუალური სურვილის დასაკმაყოფილებლად შესთავაზონ, რათა ხელი ფულზე, კერძო საკუთრებზე, სამსახურსა და სოციალურ სტატუსზე  მიუწვდებოდეთ. ფემინისტი თეორეტიკოსების ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ პროსტიტუცია არ ირასებებდა, თუ ქალები ეკონომიკურად დამოუკიდებელნი იქნებოდნენ; ხოლო ამისათვის მთავრობებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ, ვიდრე ქალისთვის განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობაა.

პროსტიტუციის მოწინააღმდეგე ფემინისტები არ იზიარებენ სექსის მიმართ პოზიტიურად განწყობილი („პროსექს“) ფემინსტების კრიტიკას, რომლის თანახმად პროსტიტუცია ქალის თავისუფალი არჩევანია და მისი სექსუალური თავისუფლების ასპექტია. ისინი ამტკიცებენ, რომ პროსტიტუცია უკიდურესად პატრიარქალური სექსუალური პრაქტიკაა, რომელიც დაფუძნებულია იმ აზრზე, რომ სექსსის დროს ქალის ერთადერთი როლი მამაკაცის სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებაა და რომ აქტზე სრული კონტროლი მამაკაცის ხელშია. ისინი აცხადებენ, რომ პროსტიტუციის შემთხვევაში სექსუალური აქტს არ აქვს ერთი და იგვე მნიშნელობა ორივე მხარესთვის, რადგან ქალი დაქვემდებარებულის პოზიციაშია. ისინი აცხადებენ, რომ პროსტიტუცია საზიანოა საზოგადოებისათვის, რადგან ქმნის და ამყარებს შეხედულებას, რომ ქალები  სექსუალური ობიექტები არიან, რომელთა ყიდვა და მოხმარება შეიძლება მამაკაცების სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად.

ფემინისტ სექსმუშაკებს პროსტიტუციასთან აკადემიური წრის ფემინისტებისაგან განსხვავებული მიდგომა აქვთ. მათი მტკიცებით, სექსით ვაჭრობა მომდინარეობს ადამიანთა სურვილიდან, სექსუალური გამოცდილება ქორწინებასა და რომანტიკული ურთიერთობების ფარგლებს გარეთაც ჰქონდეთ, სექსის გაცვლა კაპიტალისტურ ბაზარზე ნებისმიერი სერვისით ან საკვებით ვაჭრობის ანალოგიურია. თუმცა, ფემინისტი სექსმუშაკები ეწინააღმდეგებიან არასრულწლოვანთა ჩართვას სექსინდუსტრიაში. მათი თქმით, საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ სექსმუშაკთათვის თავიანთი საქმე არ იყოს ექსპლუატაციური, არის ის, რომ მათ მიეცეთ თავიანთი საქმის ლეგალურად კეთების საშუალება, ჩამოაყალიბონ პროფესიული კავშირები და თავადვე დაიცვან თავიანთი უფლებები.

„პროსექს“ ფემინისტები თავიანთ ერთ-ერთ არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ სექსინდუსტრია მრავალფეროვანია, სექსმუშაკები თავიანთ საქმიანობას სახვადასხვა მიზეზის გამო ირჩევენ და არ შეიძლება ყველა სექსმუშაკისთვის მსხვერპლის იარლიყის მიწებება. მეტიც, ამ თვალსაზრისის ზოგიერთი დამცველი ამტკიცებს, რომ პროსტიტუციის სტიგმტიზება და მის წინააღმდეგ არსებული არგუმენტები ემყარება დაშვებას, რომ სექსი არ შეიძლება იყოს შრომის სახე, ისევე, როგორც შრომის სახეებად არ არის აღიარებული რეპროდუქციული შრომა და ემოციური შრომა. ეს დაშვებები კი პატრიარქალური სისტემის ქვაკუთხედია და ფემინისტური ძალისხმევა სწორედ მათ შესარყევად უნდა იყოს მიმართული.

იხილეთ, აგრეთვე: სექსთან დაკავშირებული ომები, პორნოგრაფია, ფემინისტური პორნოგრაფია

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Nagle, J. (ed.) (1997) Whores and Other Feminists, New York: Routledge.

Satz, D. (1995) 'Markets in Women's Sexual Labor', Ethics 106, 1: 63-85.

Shrage, L. (1994) Moral Dilemmas of Feminism: Prostitution, Adultery, and Abortion, New York: Routledge.

Rubin, G. (1984) 'Thinking Sex: Notes for a Radical Theory of the Politics of Sexuality', in Vance (ed.) Pleasure and Danger: Exploring Female Sexuality, Boston: Routledge and Kegan Paul.

Rich R.(1986), “Feminism and Sexuality in the 1980s”, Feminist Studies, 12, No 3, 1986, pp. 525-561

კატეგორია: 
ავტორები: