ფემინისტური პორნოგრაფია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Feminist Porn

ფემინისტური პორნოგრაფია 1980-იანი წლებიდან არსებობს და დღეს უკვე დამკვიდრებული ჟანრია. ის სექსპოზიტიური ფემინიზმის, რადიკალური და ცენზურის მოწინააღმდეგე აქტივიზმის, ლესბოსური პორნოს, ფემინისტური ფოტოგრაფიისა და პერფორმატიული ხელოვნებისა და ექსპერიმენტული კინოსგან წარმოიშვა და მათ ელემენტებსაც აერთიანებს.

ფემინისტური პორნო სექსუალურად ექსპლიციტურ იმიჯებს იყენებს გენდერის, სექსუალობის, რასის, ეთნიკურობის, კლასის, ასაკის, სხეულის ტიპისა და იდენტობის სხვა მარკერების დომინანტური რეპრეზენტაციების საწინააღმდეგოდ. ის იკვლევს სურვილის, აგენტობის, ძალაუფლების, სიამოვნებისა და სილამაზის ცნებებს უთანასწორობის ჭრილში, უპირისპირდება გენდერული იერარქიის საზღვრებს, ჰეტერონორმატიულობასა და ჰომონორმატიულობას, ეჭვქვეშ აყენებს სექსის კონვენციურ გაგებას და სექსს ეროტიკული აქტივობის, იდენტობის გამოხტვის, ძალაუფლების ურთიერთგაცვლის, კულტურული პროდუქტისა და ახალი ტიპის პოლიტიკის საშუალებადაც კი წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, ფემინისტური პორნო სექსის რეპრეზენტაციას და მის პროდუქციას იყენებს, როგორც საშუალებას წინააღმდეგობისთვის, ინტერვენციისა და ცვლილებისთვის.

ფემინისტური პორნო ალტერნატიულ იმიჯებს ქმნის, მას საკუთარი ესთეტიკა და იკონოგრაფია აქვს, რომელიც, თავის მხრივ, განავრცობს დამკვიდრებულ სექსუალურ ნორმებსა და დისკურსებს. მეინსტრიმული პორნოსგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ჰეტეროსექსუალი თეთრი მამაკაცისთვის, მისი მზერისა და სურვილებისთვის იქმნება და ხშირად მიზოგინური და ძალადობრივია, ფემინისტური პორნო არ მოიაზრებს მხოლოდ ერთი ტიპის ქალ მაყურებელს, არამედ აღაირებს ქალ (და სხვა) მაყურებელთა მრავალფეროვნებას და მათ განსხვავებულ პრეფერენციებს.

გარდა ამისა, მეინსტრიმული პორნოსგან გასნხვავებით, ფემინისტური პორნო ცდილობს მონაწილეთათვის, როგორც დაქირავებულებისთვის, შექმნას თანასწორი, სამართლიანი, ეთიკური და უსაფრთხო გარემო.

2006 წლიდან არსებობს ფემინისტური პორნოგრაფიის პრემია (Feminist Porn Award), რომელიც ყოველწლიურად გაიცემა.

იხილეთ, აგრეთვე: პორნოგრაფია

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Tristan Taormino, Feminist Porn Book, The Politics of Producing Pleasure, The Feminist Press, 2013.

კატეგორია: 
ავტორები: