სიტყვა ბერნძული ენიდან იღებს სათავეს „ანაბეჭდს“ და „ჩვენებას“ ნიშნავს. ფენოტიპი ცოცხალი ორგანიზმის ხილული ნიშან-თვისებებია, რომლებიც გენოტიპსა და გარემოს შორის განუწყვეტელი ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება.
ფენოტიპი, ისევე როგორც გენოტიპი, ძალიან დიდ როლს თამაშობს ბუნებრივი გადარჩევის პროცესში. თავის მხრივ, გენოტიპი და ფენოტიპი მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთნაირი ფენოტიპის მქონე ორგანიზმებს შესაძლოა განსხვავებული გენოტიპები ჰქონდეთ, ისევე როგორც ერთნაირი გენოტიპის მქონე ორგანიზაციებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვაგვარი ფენოტიპები. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როცა ფიზიკურ მახასიათებლებს ვუყურებთ, ვერასდროს მივხვდებით დაზუსტებით, რა როლი ითამაშა ამ რეზულტატში დნმ -მა, ისვე როგორც ვერ შევძლებთ იმის განსაზღვრას, არის თუ არა ორგანიზმის საბოლოო იერსახე მხოლოდ გენეტიკის „ბრალი“.
როგორც აღვნიშნეთ, ფენოტიპი არ არის მხოლოდ გენებით განპირობებული შედეგი. ფენოტიპზე, როგორც გარემოსთან ინტერაქციაში მყოფ სტრუქტურაზე, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ისეთმა გარე ფაქტორმა, როგორიც არის, მაგალითად, საკვების რაოდენობა, რომელსაც ვიღებთ.
ერთნაირი გენებისა და სხვადასხვა ფენოტიპის კარგი მაგალითია ვეფხვების რემა, რომელიც ქურციკს მისდევს. გზაში ერთი ვეფხვის გარდა, ყველა იღლება და ანებებს თავს დევნას. ამ შემთხვევაში განსხვავებულ გენებზე მეტად, მნიშვნელოვანი სწორედ ფენოტიპია და, სავარაუდოდ, გამარჯვებული ვეფხვის შემთხვევაში მისი ფენოტიპის მახასიათებლებს წარმოადგენდა ის, რომ ბოკვერობის პერიოდიში სხვებზე უფრო კარგად იყო გამოკვებილი და შედეგად უფრო ძლიერი და სწრაფი გაიზარდა, ვიდრე დანარჩენები.
***
გამოყენებული ლიტერეტურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
Krukonis, G.; Barr, T. (2008) Evolution For Dummies. Wiley Publishing Inc. Hoboken. NJ