გენოტიპი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Genotype

(ბერძ. genos დაბადება, typos ანაბეჭდი, ნიმუში) ორგანიზმის გენეტიკური სტრუქტურა, რომელსაც ის მშობლისაგან მემკვიდრეობით იღებს. ის ქრომოსომებში ლოკალიზებული ყველა გენის ერთობლიობაა.

ფართო გაგებით, გენოტიპი ორგანიზმის ყველა მემკვიდრული ფაქტორის - ბირთვულის, ციტოპლაზმურის და პლაზმიდურის - ერთიანობაა. ის უერთიერთქმედ გენთა სისტემაა, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას ყველა შესაძლო ფენოტიპის შესახებ.

სწორედ გენოტიპი განსაზღვრავს ცოცხალი ორგანიზმის განვითარების შესაძლებლობებსა და ფარგლებს. ორგანიზმებში, რომლებიც სქესობრივი გზებით მრავლდებიან, გენოტიპში წარმოდგენილია ორივე მშობლისგან მიღებული გენების სრული კომპლექტი. სქესობრივი გამრავლება უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეულს ინდივიდს აქვს უნიკალური გენოტიპი (მონოზიგოტური ტყუპების გარდა).

ტერმინი „გენოტიპი“ 1909 პირველად შემოიტანა დანიელმა ბოტანიკოსმა, ფიზიოლოგმა და გენეტიკოსმა ვილჰელმ ლუდვიგ იოჰანსენმა. მისი ყველაზე ცნობილი კვლევის საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ე.წ. წმინდა ჯიშის თვითგანაყოფიერებად ჩვეულებრივ ლობიოს, მან დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში, როცა არ ხდებოდა გენეტიკური ვარიაცია, ლობიოს თესლის ზომა ცვალებადი იყო და ექვემდებარებოდა ნორმალურ განაწილების პრინციპს. ლობიოს ზომას განსაზღვრავდა სხვადასხვა ფაქტორი: გარემო რესურსი, რომელიც ჰქონდა მცენარეს თესლწარმოქმნის დროს, თესლის პოზიცია პარკში და ა.შ.  ამ მოვლენის ასახსნელად, მან შემოიტანა ფენოტიპის და გენოტიპის ცნებები. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.britannica.com

კატეგორია: 
ავტორები: