აღზრდის სტილი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Parenting Style

მეთოდი, რომლთაც მშობლები ზრდიან შვილებს. ყველაზე ეფექტურად ითვლება ავტორიტეტული სტილი, რომელიც თანაბრად მოიაზრებს მომთხოვნელობასა და გულისხმიერებას.

თითოეული ბავშვი საკუთარი ტემპერამენტის შესაბამისად იქცევა მშობლებთან ურთიერთბისას. ერთზე მეტი შვილის მშობლები ხშირად აღნიშნავენ, თუ რამდენად განსხვავდებოდნენ მათი შვილები ერთმანეთისგან ადრეული ასაკიდანვე. ბავშვის ამა თუ იმ ტემპერამენტმა მშობლების საუკეთესო (ან უარესი) მცდელობები შეიძლება მოულოდნელ შედეგებამდე მიიყვანოს. მკვლევრები აღიარებენ, რომ ბავშვების ტემპერამენტი და მშობლების ქცევა გავლენას ახდენენ ერთმანეთზე, რაც, თავის მხრივ, ბავშვის განვითარებაზე აისახება, მაგალითად, მიჯაჭვულობის ხარისხში. რამდენადაც მშობლები ზემოქმედებენ თავიანთ შვილებზე, იმდენად შვილები ზემოქმედებენ მათზე.

მიუხედავად არსებული ტემპერამენტული სხვაობებისა, მკვლევრებმა დაადგინეს მშობლების მიერ გამოყენებული აღზრდის სტილი, რომელიც ყველაზე მეტ სარგებელს იძლევა. მოცემული სტილი ორი განზომილების — მომხოვნელობისა და გულისხმიერების — ურთიერთგადაკვეთის წერტილში მდებარეობს (იხ. სურათი). მომთხოვნელობაში მოიაზრება მშობლის სურვილი, შეასრულოს საზოგადოების წარმომადგენლისა და ამ საზოგადოებაში მიღებული ნორმების ბავშვისთვის გადამცემის როლი, გულისხმიერებაში კი — მშობლის მიერ ბავშვის ინდივიდუალობის აღიარება. როგორც სურათიდან ჩანს, ავტორიტეტული მშობლები სათანადო მოთხოვნებს უყენებენ თავიანთ შვილებს: ისინი მათგან ქცევის ნორმებისადმი შესატყვისობას მოითხოვენ, მაგრამ თავადაც გულისხმიერად ეპრყობიან მათ: ყოველთვის უტოვებენ ბავშვებს ურთიერთობის ინიცირების შესაძლებლობას, რითაც ხელს უწყობენ თვითრეგულაციის უნარის განვითარებას. ასეთი ავტორიტეტული სტილი ყველაზე მეტად აყალიბებს ეფექტურ მშობელი-შვილის კავშირს.

ამის საპირისპიროდ, როგორც მოცემულია სურათზე, აღზრდის ავტორიტარული სტილის შემთხვევაში, მშობლები თავისი შვილებისგან დისციპლინირებულობას ითხოვენ და ნაკლებად უთმობენ ყურადღებას მათ დამოუკიდებლობას. მომთმენი სტილის შემთხვევაში მშობლები გულისხმიერები არიან შვილების მიმართ, მაგრამ ვერ ახერხებენ იმ საზოგადოებრივი წესების სტრუქტურების სწავლებას, რომლებითაც უნდა იცხოვრონ მათ. უყურადღებო სტილი კი იმით გამოირჩევა, რომ მშობლები არც დისციპლინირებულობას ითხოვენ შვილებისგან და არც მათი ინდივიდუალურობისადმი იჩენენ დიდ ინტერესს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: