საწინააღმდეგო პროცესების თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Opponent-process Theory

ნებისმიერი ფერის შეგრძნება მიიღება სამი სისტემისგან,რომელთაგან თითოეული შეიცავს ორ „ოპონენტურ“ ელემენტს (წითელი-მწვანე, ყვითელი-ლურჯი, შავი-თეთრი).

მიუხედავად იმისა, რომ ფერთა აღქმის ჰელმჰოლცისეული ტრიქრომატული თეორია კარგად ხსნიდა ადამიანის ფერთა შეგრძნეებს და ფერთა სიბრმავესაც კი, ის ვერაფერს ამბობდა იმის შესახებ, რატომ წარმოქმნა ისერთი ფერის მიმართ ადაპტაცია ნეგატიურ თანმიმდევარ კვალს ან რატომ უჭირთ ნაწილობრივი ფერთა სიბრმავის მქონე ადამიანებს ფერთა წყვილების (წითელიას და მწვანის, ყვითელიას და ლურჯის) ერთმანეთისგან გარჩევა.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გახდა ქვაკუთხედი ფერთა შეგრძნების მეორე თეორიისათვის, რომელიც ევალდ ჰერინგმა შემოგვთავაზა 1800-იანი წლების ბოლოს. მისი საწინააღმდეგო პროცესის თეორიის თანახმად, ნებისმიერი ფერის შეგრძნება სამი ძირითადი სისტემისგან მიიღება, რომელთაგან თითოეული შეიცავს ორ საწინააღმდეგო ელემენტს: წითელი და მწვანე, ლურჯი და ყვითელი, შავი (არც ერთი ფერი) და თეთრი (ყველა ფერი). ჰერინგი ფიქრობდა, რომ ფერები წარმოქმნიან მათი შემავსებელი ფერის მქონე თანამიმდევარ კვალს მაშინ, როცა ამ სისტემის ერთი ელემენტი გადაიღლება (ხანგრძლივი სტიმულაციის პირობებში) და, ამრიგად, გაიზრდება მისი ოპონენტური ელემენტის შეფარდებითი წვლილი. ჰერინგის თეორიაში ფერთა სიბრმავის ტიპები ქმნიან წყვილებს, რადგან ფერთა შეგრძნების სისტემა რეალურად არის შექმნილი საპირისპირო წყვილებისაგან და არა ერთი პირველადი ფერისაგან.

მრავალი წლის მანძილზე კამათობდნენ მეცნიერები ამ თეორიების ღირსების შესახებ. საბოლოოდ აღიარეს, რომ ტრიქრომატული და საწინააღმდეგო პროცესების თეორიები რეალურად არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. ისინი უბრალოდ პროცესის ორ სხვადასხვა ეტაპს აღწერენ, რომელიც შეესაბამება სუქცესიურ ფიზიოლოგიურ სტრუქტურებს მხედველობით სისტემაში. ახლა ვიცით, რომ მართლაც არსებობს სამი ტიპის კოლბები, თუმცა, ამ კოლბებიდან თითოეული გარკვეული სიგრძის ტალღების დიაპაზონზე რეაგირებს და მაინც არსებობს ტალღის ის სიგრძე, რომლის მიმართაც თითოეული მათგანი ყველაზე მეტად არის მგრძნობიარე.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: