ტრიქრომატული თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Trichromatic Theory

ამ თეორიის თანახმად, არსებობის ფერის შემგრძნები რეცეპტორების სამი ტიპი, რომლებიც პირველადი ფერების — წითლის, მწვანისა და ლურჯის — შეგრძნებებს წარმოქმნიან. ქართულენოვან/ქართულ ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ეს თეორიასამი კომპონენტის თეორიის სახელით არის ცნობილი.

ფერთა შეგრძნების პირველი მეცნიერული თეორია სერ თომას იუნგმა (SirThomas Young) შემოგვთავაზა 1800 წელს. იგი ამტკიცებდა, რომ ნორმალური მხედველობის მქონეა ადამიანის თვალში არსებობს ფერის შემგრძნები სამი ტიპის რეცეპტორი, რომელიც წარმოქმნის ფსიქოლოგიურად პირველად შეგრძნებებს: წითელს, მწვანესა და ლურჯს. ყველა დანარჩენი ფერი, მისი აზრით, ამ სამი პირველადი ფერისგან მიიღებოდა, როგორც შემავსებელი ფერების ან ორი მოსაზღვრე ფერის კომბინაციის შედეგი. იუნგის თეორია შემდგომში ჰერმან ვონ ჰელმჰოლცმა (Herman von Helmholtz) დახვეწა, გააფართოვა და ცნობილი გახდა, როგორც იუნგ-ჰელმჰოლცის ტრიქრომატური თეორია.

ტრიქრომატული თეორია საკმაოდ დამაჯერებლად ხსნიდა ადამიანის ფერთა შეგრძნებებსა და ფერთა სიბრმავესაც (თეორიის მიხედვით, ფერთა სიბრმავის შემთხვევაში ადამიანებს  მხოლოდ ერთი ან ორი ტიპის რეცეპტორები აქვთ), თუმცა სხვა მოვლენების ახსნა არც ისე კარგად ხერხდებოდა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: