ობიექტივაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Objectification

ობიექტივაციის ცნება პირველად ფილმის, ხელოვნებისა და პოპულარული მედიის მიერ ქალების მიმართ მიდგომის და ქალთა ხატების გამოყენების ანალიზისას იქნა გამოყენებული მეოცე საუკუნის 70-იან წლებში. ფემინისტური ანალიზის თანახმად, მედიაში, ფილმებსა თუ პოპკულტურაში ქალები უმეტესად წარმოდგენილნი არიან არა სრულფასოვან ადამიანებად, არამედ პასიურ ობიექტებად - ობიექტებად,  რომლებიც შეიძლება მხოლოდ გსურდეს, ექსპლუატაცია გაუწიო და გამოიყენო.

ობიექტივიზაციის ტექნიკა მაყურებელს დამკვირვებლის - სექსუალური სურვილის ობიექტის მომზირლის  - პოზიციაში აყენებს და ობიექტის სხეულის ნაწილების (მკერდი, შავკანიანი ადამიანის პენისი) ან სოციალური მახასიათებლების (მეძუძური ქალი, ლესბოსელთა სექსუალური კავშირი) ფეტიშიზაციას ახდენს. ასეთი ფრაგმენტაციის შედეგია ინდივიდის სწორედ და მხოლოდ ამ მახასიათებლის მიხედვით განსაზღვრა. ობიექტივაციის ცნებას განიხილავს ლორა მალვი თავის ცნობილ ნაშრომში  „ვიზუალური სიამოვნება და ნარატიული კინო“ (1975). ის ხსნის,  როგორ არის წარმოდგენილი ქალი „როგორც სურათი, ხოლო კაცი - როგორც მაყურებელი“. მალვი ამტკიცებს, რომ მეინსტრიმულ კინოში ქალი ძირითადად ობიექტივირებულია და მაყურებლისთვის ვიზუალური სიამოვნების მიღება შესაძლებელია „ქალის სხეულის სპექტაკლად“ აღქმით.

ობიექტივაციის თეორიები პატრიარქალურ და კაპიტალისტურ იდეოლოგიას „მამაკაცურ“ ტექნოლოგიასთან და არაცნობიერ სიამოვნებასთან აკავშირებს. ობიექტივაციის ცნებასთან დაკავშირებული სხვა ცნებებია მამაკაცური მზერა, სტერეოტიპიზაცია, კომოდიფიკაცია, მაყურებლობა და გენდერული როლების დასწავლა.

შედარებით გვიანდელ, პოსტსტრუქტურალისტურ ფემინისტურ თეორიებში ობიექტივაციის ცნებამ პოპულარობა დაკარგა, თუმცა, ის ხშირად გამოიყენება მარგინალიზებული ჯგუფების, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური პოზიციონირების ანალიზისას.

იხილეთ, აგრეთვე: მზერა, სექსუალიზება

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.

კატეგორია: 
ავტორები: