სექსუალიზება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sexualization

სექსუალიზება სექსუალურ ობიექტივაციასთან დაკავშირებული ცნებაა და მისი მნიშვნელობა შეიძლება მოიცავდეს: ადამიანის მხოლოდ მისი სექსუალური ღირსებით შეფასებას და სხვა მახასიათებლების გამორიცხვას; ადამიანის ფიზიკური მიმზიდველობის მხოლოდ სექსუალურობამდე დაყვანას; ადამიანის სექსუალურ ობიექტივაციას - მის აღქმას სექსუალური მოხმარების ობიექტად; სექსუალობის თავს მოხვევას, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში.

გენდერის სპეციალისტთა და ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი ქალებისა და ბავშვების სექსუალიზებას მედიასა თუ სარეკლამო ბიზნესში მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს. ფემინისტთა ნაწილის მტკიცებით, სექსუალიზება არა მხოლოდ ასახავს გენდერულ სტერეოტიპებს, არამედ წაახალისებს ქალთა და ბავშვთა სექსუალურ ობიექტად აღქმასა და მათზე სექსუალურ ძალადობას. მათი აზრით, სწორედ სექსუალიზების ერთ-ერთი ექსტრემალური გამოვლინებაა ტრეფიკინგი თუ გაუპატიურება. ბავშვთა სექსუალიზება ხშირად ითვლება კვების აშლილობებისა და მოზარდ გოგონათა დაბალი თვითშეფასების მიზეზად, რაც, თავის მხრივ, აკადემიურ ჩამორჩენასა და თვითგანვითარებაზე ნაკლებად ორიენტირებულობას იწვევს.

ფემინისტთა მეორე ნაწილი კი სექსუალიზების კრიტიკოსებს ხშირად კონსერვატიულობასა და ქალთა სექსუალობის რეგულირების მცდელობაში სდებს ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ ქალის სხეულის ობიექტივაციის კრიტიკას ხანგრძლივი ისტორია აქვს ფემინისტურ ლიტერატურაში, ფემინისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ სექსუალიზებასთან წინააღმდეგობისას მშობლებსა და აქტივისტებს ხშირად მოჰყავთ მორალისტური არგუმენტები, რომლებიც ქალს იდეალურ ხატად, „უბიწო“ არსებად წარმოადგენს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

American Psychological Association,Task Force on the Sexualization of Girls, 2010, Retrieved from http://www.apa.org/pi/women/programs/girls/report-full.pdf

Duschinsky, Robbie, 2013. "The Emergence of Sexualization as a Social Problem: 1981–2010." Social Politics: International Studies In Gender, State & Society 20, no. 1: 137-156.

Emma Rush,  Andrea La Nauze, Corporate Paedophilia Sexualisation of children in Australia, Discussion Paper Number 90, October 2006, retrived from: http://www.tai.org.au/documents/downloads/DP90.pdf

კატეგორია: 
ავტორები: