მზერა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Gaze

ჟაკ ლაკანის ფსიქოანალიტიკური თეორიის მიხედვით, მზერა იმ მდგომარეობის განცობიერებაა, რომ პიროვნება ხილული ობიექტია და მას შეიძლება უყურონ, რის შედეგადაც ის  ავტონომიურობის გარკვეულ ხარისხს კარგავს.

მიშელ ფუკო მზერას აღიქვამს არა რაიმედ, რის გამოყენებაც შეიძლება, არამედ  ურთიერთობად, რომელშიც შეიძლება შეხვიდე. ფუკოს მტკიცებით, პიროვნება არეგულირებს და ცვლის თავის მოქმედებას იმის რწმენის გავლენით, რომ ის მუდმივად ვიღაცის მზერის საგანია.

მეორე ტალღის ფემინისტმა ლორა მალვიმ (Laura Mulvey) 1975 წელს გამოქვეყნებულ ესეიში „ვიზუალური სიამოვნება და ნარატიული კინო“ (Visual Pleasure and Narrative Cinema) პირველად გამოიყენა ტერმინი „მამაკაცური მზერა“ იმისათვის, რომ კინოში ძალაუფლების გენდერული ასიმეტრია განემარტა.  მისი მტკიცებით, ქალი კინოში წარმოდგენილია, როგორც საგანი, რადგან მამაკაცია ის, ვინც ფლობს სრულ კონტროლს გადასაღებ კამერაზე. მამაკაცურ მზერასთან საქმე გვაქვს მაშინ, როცა კამერა  ქალს ჰეტეროსექსუალი მამაკაცის პოზიციიდან წარმოაჩენს, რაც ძირითად შემთხვევაში ქალის ეროტიკულ ობიექტად წარმოჩენას გულისხმობს. მამაკაცი არის აქტიური მაყურებელი, ხოლო ქალი მზერის პასიური საგანი. როლების მსგავსი განაწილება ქალსა და კაცს შორის ძალაუფლებრივ ასიმეტრიას უსვამს ხაზს, რადგან ძალაუფლება იმის ხელშია, ვინც აქტიური სუბიექტია, ვის ხელშიც არის კამერა და ვისაც შეუძლია უყუროს.

მალვი, ასევე, ამბობს, რომ ქალური მზერა არ განსხვავდება მამაკაცურისაგან, რადგან ქალებიც საკუთარ თავს მამაკაცის თვალით უყურებენ. ფემინისტები ფიქრობენ, რომ ის ქალები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საკუთარი თავის საგნად წარმომჩენ მამაკაცურ მზერას, ხელს უწყობენ მამაკაცთა ძალაუფლების განმტკიცებას. ჯინ ბერგერი თავის წიგნში „ხედვის გზები“ (Ways of Seening) ეთანხმება მალვის აზრს იმის შესახებ, რომ ქალები უყურებენ თავიანთ თავებს მამაკაცის თვალით, ისინი აღიქვამენ თავიანთ თავებს მამაკაცის ხედვის ობიექტად, რის დასამტკიცებლადაც მას მოჰყავს  რენესანსის პერიოდის მხატვრობა, რომელშიც ხშირი იყო შიშველი ქალების გამოსახვა მაყურებლისკენ მიმართული სხეულითა და სარკისაკენ მიმართული თავით. ბერგერის აზრით, ეს იმას გამოხატავდა, რომ ქალმა იცის, რომ ის მამაკაცის მზერის ობიექტია და თავის თავს  თვითონაც სხვისი მზერით უყურებს.

ენ კაპლანის თანახმად, მზერა შეიძლება იყოს არა მხოლოდ მამაკაცური, არამედ იმპერიალისტური. პოსტკოლონიალური თეორიის მიხედვით, იმპერიალისტური მზერის ობიექტი ექცევა მაყურებლის ღირებულებებისა და შეხედულებების ქვეშ, რომლებიც მის ინფანტილიზაციასა და დევალვაციას ახდენს. კოლონიალისტური მზერა კოლონიზებულ ქვეყანას „სხვის“ პოზიციაში აყენებს, რაც ხელს უწყობს მისი, როგორც ძლიერი დამპყრობლის იმიჯის განმტკიცებას. კოლონიალისტური მზერა, ისევე, როგორც მამაკაცური მზერა, ხელს უწყობს მაყურებლისა და მზერის საგნის, როგორც სუბიექტისა და ობიეტის ურთიერთობის წარმოჩენას - ძალაუფლება ყველა შემთხვევაში სუბიექტის ხელშია _ ანუ მის ხელში, ვისაც შეუძლია სხვას უყუროს.

იხილეთ, აგრეთვე: ლორა მალვი, ხედვის გზები, ობიექტივაცია

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Berger J.(1977) Ways of seeing: chapter 3, British Broadcasting Corporation and Penguin Books, pp.45-64

Code L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge, p. 194

Copjec, J. (1994) The Orthopsychic Subject: Film Theory and the Reception of Lacan, in Read My Desire: Lacan against the Historicists, Cambridge, MA: MIT Press,pp. 15-38.

Doane, M.A. (1987) Film and the Masquerade: Theorising the Female Spectator, pp., 3-4,77-87.

Lichtenberg E. B. (1995) The Matriarchal Gaze, Leeds: Feminist Arts and Histories Network.

Mulvey, L. (1975) Visual Pleasure and Narrative Cinema, pp. 6-18.

Pollock G. (1988) Vision and Difference: Feminism, Femininity and the Histories of Art, London and New York, Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: