ძილის დარღვევა, რომელიც დღის განმავლობაში დაძინების დაუძლეველი მოთხოვნილებით ხასიათდება და ცენტრალური ნერვული სისტემის თანდაყოლილი აშლილობაა.
პირველად აშლილობა 1862 წელს აღწერეს, თუმცა ჯან ბაპტისტ ედვარდ გელინი იყო პირველი,რომელმაც 1876 წელს გამოიყენა ტერმინი ნარკოლეფსია ოთხი ძირითადი სიმპტომისგან, ე. წ. ნარკოლეფსიის ტეტრადისგან შემდგარი სინდრომის აღსაწერად. ეს სიმპტომებია: ძილის შეტევები, კატაპლექსია (კუნთების სისუსტე ან კუნთებზე კონტროლის დაკარგვა), ჰიპნაგოგური ჰალუცინაციები და ძილის დამბლა. მეხუთე სიმპტომი, რომელსაც ხშირად ასახელებენ, დარღვეული ღამის ძლია. ფაქტობრივად, ნარკოლეფსიისმქონე ზოგიერთი პაციენტი ჯანდაცვის პროფესიონალთა ყურადღების ველში უძილობის ჩივილების გამო ხვდებიან.
ნარკოლეფსია, როგორც წესი, 10 წლი ასაკის შემდეგ ვლინდება და სიმტომების მაქსიმალურ სიმძიმეს 30-40 წლის ასაკში აღწევს. მოსახლეობაში არ ფიქსირდება სქესობრივი განსხვავებები ნარკოლეფსიის მიხედვით.
ნარკოლეფსია, ძილის აპნოეს შემდეგ, დღის ძილიანობის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია. პაციენტებს დღის განმავლობაში ძილის შეტევები აქვთ, რომლებიც უნებლიე და არასასურველი ძილით ხასიათდება და ხელს უშლის მათ ფუნქციონირებას. ნარკოლეპტიკები თითქმის დაძინებისთანავე გადადიან REMძილში. REM ძილში ასეთი სწრაფი გადასვლა მათ განაცდევინებსდა ცნობიერად აღაქმევინებს სიზმრის ნათელ, მკაფიო ხატებს, ზოგჯერ კი — შემაშინებელ ჰალუცინაციებს.
ნარკოლეფსიის მქონე ინდივიდებისთვის დამახასითებელი დამბლა თავის ტვინის იმავე მექანიზმებს უკავშირდება, რომლებიც REM ძილის დროსკუნთების აქტივობის ბლოკირებას ახდენს. დამბლის ეპიზოდები უნებლიეა და ორ ვითარებაში შეიძლება იჩინოს თავი: (1) კატაპლექსია ანუ კუნთების უეცარი მოშვება, რაც ნაწილობრივ ან სრულ კოლაფსს იწვევს მძაფრი ემოციების განცდისას ან სასიამოვნო მოვლენის მოლოდინისას, როგორიცაა ანეგდოტის მოყოლა ან მოსალოდნელი დღესასწაული; (2) ძილის დამბლა ანუ მოძრაობის უნარის დაკარგვის შემაშინებელი მდგომარეობა ჩაძინებამდე.
ნარკოლეფსია 2000-დან მხოლოდ ერთ ადამიანთან გვხვდება. ვინაიდან ნარკოლეფსია გავრცელებულია ოჯახებში, მეცნიერები ასკვნიან, რომ დაავადებას გენეტიკური საფუძველი აქვს. სურთ რა უეცრად ძილად მივარდნის გამო, უხერხულობისათვის თავის არიდება, ნარკოლეფსია ხშირად უარყოფით სოციალურ და ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს აშლილობის მქონე ინდივიდებზე. ნარკოლეპტიკისთვის გამოსავალს წარმოადგენს თავისი დაავადების ბუნების გარკვევა და სოციალური მხარდაჭერის ჯგუფში შესვლა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. VII.